Raikkonen, not Button, a Red Bull 'option' -
Horner
27 ივნისი
მარკ ვებერის „პორშეში“ გადასვლის ინფორმაცია დღეს
გავრცელდა და „რედ ბულში“ გაჩენილი ვაკანსიის შევსების კანდიდატებზე მითქმა-მოთქმა
უკვე დაიწყო. ჩემპიონ გუნდში გადასვლის ყველაზე მეტი შანსი კიმი რაიკონენს აქვს, ვისაც
რალის მსოფლიო ჩემპიონატზე სწორედ კომპანია „რედ ბული“ აფინანსებდა. მაგრამ სხვა
კანდიდატებიც განიხილება. მაგალითად, „მაკლარენის“ ჯენსონ ბატონი და ავსტრალიელი
დანიელ რიკიარდო.
უნდა ითქვას, რომ 36 წლის ვებერს „რედ ბულის“
მფლობელ დიტრიხ მატეშიცისგან ჰქონდა მხარდაჭერა, მაგრამ ავსტრალიელმა, ვინც ავსტრიულ
გუნდში უკვე მეშვიდე სეზონს ატარებს, „პორშესთან“ კონტრაქტის გაფორმება არჩია. ამაზე
მას ჯერ არაფერი უთქვამს, მაგრამ არსებობს ვარაუდი, რომ ეს კონტრაქტი
მრავალწლიანია.
რაც შეეხება რაიკონენის შანსებს, „რედ ბულის“ შეფი კრისტიან
ჰორნერი ამბობს, რომ თუ ფინელი პილოტი თავისუფალი იქნება, ის აუცილებლად კანდიდატთა
შორის მოხვდება. რაიკონენს ნათქვამი აქვს, რომ მისთვის მთავარია, ისეთ გუნდში
იყოს, რომელიც ტიტულისთვის ბრძოლის საშუალებას მისცემს. ჯერჯერობით, „ლოტუსი“ მდევრის
როლშია და არც იმის პერსპექტივა ჩანს, რომ ამ სეზონში „რედ ბულისთის“ კონკურენციის
გაწევას შეძლებს. 33 წლის რაიკონენს კი მომავალ სეზონთან დაკავშირებით, ჯერ არანაირი
გადაწყვეტილება არ მიუღია.
„ახლა ჩვენ საკმაოდ ხელსაყრელ პოზიციაში ვართ,
რადგან უამრავ ადამიანს სურს „რედ ბულის“ მანქანის მართვა. მარკთან კონტრაქტს ყოველწლიურად
ვაახლებდით, როგორც ამას დევიდ კულტჰარდის შემთხვევაში ვაკეთებდით. მზად ვიყავით,
ამჯერადაც გაგვეგრძელებინა. ჩვენ მხოლოდ მის გადაწყვეტილებას ველოდით. ჩვენ ძალიან
წარმატებული პილოტებიგვყავს და გვინდა, რომ მარკის ადგილზე, მასზე უკეთესი პილოტი
მოვიწვიოთ“, - ამბობს ჰორნერი.
მანვე
უარყო ბატონის კანდიდატურა: „ჯენსონი შესანიშნავი პიროვნებაა, მაღალი კლასის
მრბოლი და გუნდური მოთამაშე. მაგრამ ჩვენს რადარზე ვერ მოხვდება, რადგან კონტრაქტი
აქვს. ის იმ გუნდთანაა ქორწინებაში, რომლის მანქანითაც ასპარეზობს“.
No comments:
Post a Comment