Pikes Peak Hill Climb: Sebastien Loeb dominant in
qualifying
27 ივნისი
სებასტიან ლოების დომინაციით აღინიშნა პაიკს პიკის
რბოლის საკვალიფიკაციო სესია. რალის მსოფლიო ჩემპიონის ცხრა ტიტულის მფლობელმა
ფრანგმა, სპეციალურად მომზადბული „პეჟო 208-ით“, 5.1-მილიანი (დაახლოებით 8 კილომეტრი)
საკვალიფიკაციო დისტანცია მან 3 წუთსა და 26.153 წამში გაიარა. მან 17 წამით აჯობა
მეორეზე გასულ თანამემამულე რომენ დუმასს, რომელიც კომპანია „ნორმას“ წარმოების სპორტული
პროტოტიპით (შეუზღუდავი კლასი) ასპარეზობს.
კვალიფიკაციაში გამარჯვება, ლოებს რბოლის დისტანციაზე
პირველ ნომრად გასვლის უფლებას აძლევს. თუმცა, ეს ბევრს არაფერს ნიშნავს და „პეჟოში“
ეს კარგად იციან. ამასთან, ფრანგული კომპანია აღიარებს, რომ ასეთ დიდ უპირატესობას
არც ელოდნენ. ფრანგული კომპანიის პაიკს პიკის პროგრამის შეფი ჟან-კრისტოფ პალიე
დარწმუნებულია, რომ მეტოქეებს საუკეთესო დროისთვის დიდად თავი არ შეუწუხებიათ.
მისი თქმით, ტრასაზე პირველ ნომრად გასვლა მხოლოდ იმ უპირატესობას იძლევა, რომ
გზაზე ლოებს ვერ შეაფერხებს ტრასაზე მომხდარი ინციდენტები.შეუზღუდავ კლასში მესამე შედგი აქვს ამერიკელ რის მილენს, ვინც „ჰიუნდაი ჯენეზის კუპეს“ სარბოლი ვერსიით ასპარეზობს. ელექტრომობილებში კი საუკეთესოა დაკარის მარათონის ორგზის ტრიუმფატორი, იაპონელი ჰიროსი მასუოკა, რომელიც „მიცუბიშის“ ელექტრული პროტოტიპის საჭესთან ზის. ამავე კლასში ასპარეზობს პაიკს პიკის მრავალგზის ჩემპიონი, იაპონელი ნობუჰირო (მონსტერ) ტაძიმა.
პაიკს პიკის რბოლა კვირას გაიმართება.
No comments:
Post a Comment