New Jaguar E-Type Concept Project by Alexander
Imnadze Looks Amazingly Sleek
27 ივნისი
ჩვენი ვებგვერდის ერთგული მკითხველი, ქართველ დიზაინერ ალექს იმნაძის რამდენიმე ნამუშევარს
იცნობს. ის ტურინში, დიზაინის ევროპულ ინსტიტუტში ეუფლება საავტომობილო დიზაინერის
ხელოვნებას. და საკურსოს გარდა, საკუთარ თავისუფალ პროექტებზეც მუშაობს, რომლებსაც
საერთაშორისო პრესაში ჰქონდა გამოხმაურება.
მან შექმნა „ლამბორგინის“, „ფერარის“ (ოთხადგილიანი
კვატროპორტე) და ახლახანს, „ალფა რომეოს“ (6C) კონცეპტუალური მოდელები. თუ მათ
გადახედავთ, დარწმუნდებით, რომ ყოველი შემდგომი ნამუშევარი წინაზე უკეთესია. ამჟამად
ალექსი კიდევ ერთ ასეთ პროექტზე მუშაობს, ამჯერად კონცეპტუალურ „იაგუარ E-ტაიპზე“,
რომელიც ჯერ არ დაუმთავრებია. მაგრამ მის შესახებ, გამოცემა „ქარსკუპს“ ერთი თვის
წინ მისწერა და განმარტა, დაუმთავრებელ პროექტს მხოლოდ იმისთვის აცნობს, რომ შემდეგ
ვინმემ „ბეემვესა“ და „პინინფარინას“ ერთობლივი ექსპერიმენტული პროექტის
პლაგიატობა არ დასწამოს.
„ახალი ნამუშევარი მაქვს, თუ გაინტერესებთ. ეს არის
„იაგუარ E-ტაიპი“. ის ჯერ დაუმთავრებელია, მაგრამ გიგზავნით, რადგან დღეს „პინინფარინას“
და „ბეემვეს“ ერთობლივი კონცეპტი ვნახე და მსგავსება აღმოვაჩინე“, - ამბობს იმნაძე
და გვპირდება, რომ თავის ახალ პროექტს მალე უფრო დაწვრილებით გაგვაცნობს.
აღსანიშნავია, რომ გარეგნულად იმნაძის კონცეპტი
უფრო „ბერტონეს“ კონცეპტუალურ B99-ს ჰგავს, რომელიც სახელოვანმა იტალიურმა ატელიემ
ასევე „E-ტაიპის“ თემაზე, ორი წლის წინ შექმნა. თუმცა, მასზე აგრესიული იერით და ზოგიერთი
უფრო დახვეწილი დეტალით გამოირჩევა.
No comments:
Post a Comment