Porsche Rumored to Launch Small-Displacement
Turbo'd Flat-Four Within the Year
18 აპრილი
იყო დრო, როდესაც „პორშე“ თავის ზოგიერთ მოდელზე ოთხცილინდრიან
ძრავებს იყენებდა. მაგრამ ის დრო წარსულს ჩაბარდა. ცუფენჰაუზენელები ცხენის
ძალების მუდმივი ზრდის ტრენდს აჰყვნენ და დღეს ალბათ ბევრს გაუკვირდება, როდესაც
გაიგებს, რომ მათს საწარმოო პროგრამაში ოდესღაც ასეთი სუსტი ძრავებისთვისაც იყო
ადგილი.
მაგრამ დრო შეიცვალა და დღეს ყველა ლიტრაჟის და
ცილინდრების შემცირებას ცდილობს, რასაც შედეგად გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის
შემცველობის შემცირება უნდა მოჰყვეს. და „პორშემაც“ ოთხცილინდრიანი ძრავის შექმნა
გადაწყვიტა. ოღონდ, თუ ადრე ერთ რიგში განლაგებულ ცილინდრებს იყენებდა, ახლა არჩევანი
ცილინდრების ჰორიზონტალურად ოპოზიტურ განლაგებაზე შეჩერდა. ამ ტიპის არქიტექტურაში
კი „პორშეს“ დიდი გამოცდილება აქვს.
ამ ინფორმაციას „პორშეს“ ერთ-ერთი ფან-კლუბის საიტი
„ფლეტ6ნიუსი“ ავრცელებს, რომელიც ირწმუნება, რომ ცნობა კომპანიაში მომუშავე ანონიმური
წყაროსგან მიიღო. ამავე ინფორმაციით, ძრავი ტურბო დამჭირხნით აღიჭურვება, გერმანული
კომპანია მას პირველად ფრანკფურტის მოტორ შოუზე გვიჩვენებს, წარმოებას ერთ
წელიწადში დაიწყებს.
სავარაუდოდ,
ძრავი 2.5-ლიტრიანი იქნება და მას 3.8-ლიტრიანი 6-ცილინდრიანი ძრავის ბაზაზე
შექმნიან. ტურბოკომპრესორის გარდა, ძრავს საწვავის უშუალოდ წვის კამერაში მიწოდების
სისტემაც მოემსახურება. ძრავის სიმძლავრე 350 ცხენის ძალას მიაღწევს, მაქსიმალური
მომენტი კი - 487 ნიუტონმეტრს. და კიდევ ერთი ვარაუდი - ამ ძრავით „კაიმანის“ და „ბოქსტერის“
S
ვერსიები, ასევე უახლესი ქროსოვერი „მაკანი“ აღიჭურვება.
No comments:
Post a Comment