Iceman Raikkonen fastest in Bahrain heat
19 აპრილი
დაუსრულებელი არეულობების მიუხედავად, ბაჰრეინი დიდი
პრიზების ცირკს მაინც მასპინძლობს. თუმცა, ახლა უფრო საინტერესო ისაა, რომ სეზონის
პირველ სამ ეტაპი სამმა სხვადასხვა პილოტმა მოიგო და არაა გამორიცხული, რომ
შარშანდელის მსგავსად, მეოთხე რბოლაში მეოთხე გამარჯვებულიც ვიხილოთ. კიდევ ერთი
საინტერესო ფაქტი - კიმი რაიკონენს წინა ოც რბოლაში ქულები აქვს მოპოვებული და
ამით, პელოტონში ყველაზე სტაბილური მრბოლია.
მოკლედ, როგორც ყოველთვის, პილოტები რბოლისთვის
პრაქტიკებზე გახურდნენ, ამ გახურებისას კი ყველაზე სწრაფი ჯერჯერობით სწორედ
რაიკონენი იყო. არადა, პირველ სესიაზე მან მხოლოდ მეცხრე დრო აჩვენა. სამაგიეროდ,
პირველ სესიაზე ყველაზე სწრაფი ფელიპე მასა იყო, რომელმაც ალონსო ისევ ჩამოიტოვა.
შეგახსენებთ, რომ წინა ხუთ რბოლაში, მან ესპანელ თანაგუნდელს ოთხი კვალიფიკაცია
მოუგო. მაგრამ ჯერჯერობით, რბოლებში მის ჩრდილში იმყოფება.
„სასიამოვნოა, როდესაც სხვებზე სწრაფი ხარ, მაგრამ პრაქტიკებზე
არავინ იცის, ვინ რა საქმითაა დაკავებული. უბრალოდ, ჩვენ საკუთარ პროგრამაზე
ვმუშაობდით და ამიტომ, დროებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ. ჩემს უსწრაფეს წრეზე,
ტრეკის ბოლო მოსახვევებში შეცდომები მომივიდა. ასე რომ, დროის გაუმჯობესების
რესურსიც გამაჩნია“, - ნარბოლევს ყვებოდა რაიკონენი, ვინც სეზონის პირველი რბოლა
მოიგო.
მასამ თავისი სწრაფი დრო მედიუმ რეზინით
დააფიქსირა, მაგრამ 42 გრადუს სიცხეში ამ ტიპის საბურავი ძალიან სწრაფად ცვდებოდა
და ბრაზილიელმაც ჰარდზე გადაინაცვლა. სხვათა შორის, „ფერარიმ“ ბაჰრეინში რამდენიმე
ახალი აეროდინამიკური ელემენტი გამოსცადა და როგორც ტექნიკური დირექტორი პატ ფრაი
ამბობს, სიახლეებმა კარგად იმუშავა.
ბაჰრეინში თავის მე-200 რბოლას ჩაატარებს მარკ
ვებერი, ვისაც სტარტზე სამი ადგილით უკან დაწევა მოუწევს იმის გამო, რომ შანჰაიში ჟან-ერიკ
ვერნს დაეჯახა. ოზმა მრბოლმა მეორე სესიაზე მეორე საუკეთესო დრო აჩვენა, რაც ორი
სესიის ჯამშიც მეორე შედეგია.
ბაჰრეინის დიდი პრიზი
პირველი პრაქტიკა
1. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:34.487
2. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:34.564
3. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:34.621
4. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:34.790
5. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია) 1:34.949
6. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:35.069
7. მარკ ვებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:35.101
8. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 1:35.119
9. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი) 1:35.345
10. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი) 1:35.611
11. სერხიო პერესი (მექსიკა, მაკლარენი) 1:35.640
12. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 1:35.783
13. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:35.792
14. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთ, ტორო როსო) 1:36.014
15. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო) 1:36.485
16. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი) 1:36.498
17. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ზაუბერი) 1:36.755
18. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი) 1:37.214
19. შარლ პიკი (საფრანგეთი, კატერჰემი) 1:37.850
20. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, კატერჰემი) 1:38.401
21. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია) 1:39.445
22. როდოლფო გონსალესი (ვენესუელა, მარუსია) 1:40.215
მეორე პრაქტიკა
1. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი) 1:34.154
2. მარკ ვებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:34.184
3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:34.282
4. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:34.310
5. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია) 1:34.543
6. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:34.552
7. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი) 1:34.631
8. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:34.666
9. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 1:34.932
10. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:34.976
11. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:35.356
12. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთ, ტორო როსო) 1:35.506
13. სერხიო პერესი (მექსიკა, მაკლარენი) 1:35.589
14. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო) 1:35.761
15. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ზაუბერი) 1:36.133
16. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი) 1:36.279
17. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 1:36.579
18. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი) 1:36.616
19. შარლ პიკი (საფრანგეთი, კატერჰემი) 1:37.061
20. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია) 1:37.313
21. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია) 1:37.363
22.
გიედო ვან დერ გარდე (ჰოლანდია, კატერჰემი) 1:37.970
No comments:
Post a Comment