Ford
celebrates 1 millionth Mustang built at Flat Rock
18 აპრილი
17 აპრილს
„ფორდის“ ლეგენდარულ მასკლქარ „მუსტანგს“ 49 წელი შეუსრულდა. ეს „მრგვალი“ თარიღი
არაა, თუმცა მას ერთი ღირსშესანიშნავი ამბავი დაემთხვა - ფლეტ როკის (შტატი
მიჩიგანი) ქარხანამ, მემილიონე „მუსტანგი“ გამოუშვა. ამ ქარხანაში „მუსტანგს“ 2004
წლიდან აწარმოებენ, სულ კი ავტომობილის ბაზარზე ყოფნის განმავლობაში, მისი 8.5
მილიონ ეგზემპლარზე მეტია გაყიდული.
„ავტოინდუსტრიაში
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახელი „მუსტანგია“. მას მთელი მსოფლიოს მასშტაბით
ჰყავს თაყვანისმცემლები. ფლეტ როკის ქარხნის თანამშრომლებმა დიდი წვლილი შეიტანეს
„მუსტანგის“, როგორც ხარისხიანი პროდუქტის რეპუტაციის შექმნაში. აქ უკვე მილიონი
„მუსტანგი“ დამზადდა და დარწმუნებულები ვართ, რომ კიდევ არაერთ მილიონს
გამოუშვებენ“, - განაცხადა „ფორდის“ გლობალური პროდუქციის განვითარების ვიცე
პრეზიდენტმა რაჯ ნაირმა.
ამ ფოტოზე
სწორედ ფლეტ როკის ქარხანაში გამოშვებული მემილიონე, ღია „მუსტანგია“ ასახული. რა
თქმა უნდა, კონვეიერიდან მის ჩამოსვლას სპეციალური საზეიმო ღონისძიება მიუძღვნეს,
რასაც ქარხნის 1685-ვე თანამშრომელი დაესწრო. ქარხნიდან ის სწორედ ნაირმა
გამოიყვანა.
„ფლეტ როკის
ქარხანამ ბოლო ერთ წელიწადში სასწაულებრივი ტრანსფორმაცია გაიარა. ჩვენ მისი მოდერნიზაციისთვის
555 მილიონი დოლარის ინვესტიცია გავიღეთ. და ეს იმისთვის, რომ კვლავაც საუკეთესოთა
შორის საუკეთესო, მორიგი მილიონი ავტომობილი ვაწარმოოთ“, - ამბობს ფლეტ როკის ამწყობი
ქარხნის მენეჯერი ტიმ იანგი.
No comments:
Post a Comment