Ford, GM
Join Forces to Develop 9- and 10-Speed Transmissions
18 აპრილი
ისინი ოდითგანვე
კონკურენტები არიან, როდესაც საქმე ეხება ავტომობილების გაყიდვებს, მაგრამ ეს არ
ნიშნავს იმას, რომ თანამშრომლობაზე უარს იტყვიან. პირიქით, ახლახანს „ფორდმა“ და „ჯენერალ
მოტორსმა“ მოიპალარაკეს, რომ ერთობლივად შეიმუშავებენ 9 და 10-საფეხურიან ავტომატურ
კოლოფებს, რითაც მნიშვნელოვან ფულად სახსრებს დაზოგავენ.
მათი
ამგვარი თანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია პირველმა შარშან გაზეთმა „ნიუ იორკ
ტაიმსმა“ გამოაქვეყნა, ახლახანს კი ის ორივე კომპანიამ ერთობლივი განცხადებით დაადასტურა.
უფრო მეტიც, შეთანხმების შესახებ ზოგიერთი დეტალიც გაგვიმხილეს. კერძოდ ის, რომ ამ
ტრანსმისიებს, ორივე კომპანია თავის სედანებზე, ქროსოვერებზე, უგზოობის
ავტომობილებსა და პიკაპებზე, როგორც წინა, ასევე უკანა ამძრავიან ვერსიებზე
გამოიყენებს. სხვათა შორის, ანალიტიკოსთა შეფასებით, კომპაქტურ სედანზე 9-საფეხურიანი
ავტომატის გამოყენებით, საწვავის დაახლოებით 10 პროცენტით დაზოგვაა შესაძლებელი.
„ჩვენი
კომპანიების საინჟინრო ჯგუფებმა უკვე დაიწყეს ახალ ტრანსმისიებზე მუშაობა“, -
ამბობს „ჯენერალ მოტორსის“ ტრანსმისიების გლობალური ინჟინირინგის შეფი ჯიმ
ლანცონი. ორი ამერიკული ავტოგიგანტის ერთობლივ განცხადებაში წერია, რომ ისინი ახალ
აგრეგატებს ერთობლივად დააპროექტებენ, შეიმუშავებენ, ტესტირებას ჩაუტარებენ,
დააპატენტებენ და გამოუშვებენ. ამასთან, შემუშავების პროცესი, ღირებულება და
საბოლოო პროდუქტის ფასი მნიშვნელოვნად შემცირდება იმასთან შედარებით, ვიდრე ეს
ცალ-ცალკე მუშაობის შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი.
ეს მესამე
შემთხვევაა, როდესაც „ფორდი“ და „ჯენერალ მოტორსი“ ერთობლივად იმუშავებენ
ტრანსმისიებზე. წინა ორი თანამშრომლობის შედეგი იყო 8 მილიონი ცალი 6-საფეხურიანი ავტომატური
კოლოფი წინა ამძრავიანი ავტომობილებისთვის. ორი კომპანია ახალი პროდუქტის შესახებ
უფრო დაწვრილებით ინფორმაციას, პრემიერამდე ცოტა ხნით ადრე გამოაქვეყნებს.
No comments:
Post a Comment