Infiniti Q50 Eau Rouge concept unveiled
4 იანვარი
ვინც იცის, რას ნიშნავს „ო რუჟი“ (ფრანგულად წითელი
წყალი), ის ამ სახელის გაგონებისთანვე მიხვდება, რომ ლაპარაკია სედან Q50-ის
ტემპერამენტიან ვერსიაზე. და ასეცაა - „ინფინიტი“ ფ1-ის ბოლო ოთხი სეზონის
ტრიუმფატორ „რედ ბულის“ პარტნიორია, „ო რუჟი“ კი ბელგიურ ტრეკ სპა ფრანკორშანის ლეგენდარული
მოსახვევის სახელი და მისი გამოყენება იაპონური კომპანიის პრეროგატივას
წარმოადგენს.
საერთოდ, ეს პირველი ავტომობილი არაა, რომელიც „ინფინიტიმ“
ფ1-ს დაუკავშირა და ალბათ არც ბოლო იქნება. უფრო მეტიც, შიდასაქარხნო ტუნინგისთვის
კომანია „რედ ბულის“ მდიდარ გამოცდილებას იყენებს, რასაც მისთვის დიდი მოგების
მოტანა შეუძლია. სწორედ ამისთვისაა ავსტრიული საჯინიბოს პარტნიორი.
„Q50 ო რუჟის“ პრემიერა დეტროიტის მოტორ შოუზეა
დაგეგმილი, თუმცა მანამდე „ინფინიტიმ“ მისი ფოტოები და მცირე განმარტებები
გამოაქვეყნა. კომპანია აცხადებს, რომ ამ კონცეპციით იმის ჩვენება უნდა, თუ როგორი
გარეგნობა ექნება მის მომავალ ტემპერამენტიან ავტომობილებს.
ავტომობილი აეროდინამიკური ელემენტებითაა
აღჭურვილი, რომლებიც სწორედ „რედ ბულის“ ფ1-ის გუნდის სპეციალისტებთან თანამშრომლობის
შედეგია. ეს ელემენტები, სევე როგორც გადაკეთებული ძარის უმეტესი დეტალები (სახურავის
და კარის პროფილების გარდა), კარბონის კომპოზიტისგანაა დამზადებული. ამასთან, „Q50
ო რუჟი“ სერიულ სედანზე დაბალი და განიერია.
გასპორტულებული სედანი ალუმინის მსუბუქი შენადნობისგან
დამზადებულ 21-დუიმიან ბორბლებზრე დააყენეს, მის ბამპერთან კი წყვილი გამოსაბოლქვი
მილია ინტეგრირებული. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სედანის სპორტულ
ორიენტაციას.
„კონცეპტუალური სედანის დიზაინში, ფორმულა ერთის
შთაგონებით შექმნილი ელემენტებია გამოყენებული. კერძოდ, წინა ფრთასხმულობის კვანძი
და უკანა აეროდინამიკური პაკეტი, რომლებიც „რედ ბულის“ RB9-სთან ნათესაობაზე მიანიშნებს.
ჯერჯერობით, „ინფინიტი“ ავტომობილის კონკრეტული
მახასიათებლების გამოქვეყნებისგან თავს იკავებს - მათ დეტროიტული პრემიერისთვის ინახავს.
სავარაუდოდ, ავტომობილი იმავე 3.7-ლიტრიანი V6 ძრავით (329 ცხ.ძ) და 7-საფეხურიანი
ავტომატური კოლოფით აღიჭურვება, რომლებიც ამერიკული ბაზრისთვის განკუთვნილ Q50-ზე
დგას. ოღონდ სავარაუდოდ, ძრავი გაძლიერებული იქნება.
No comments:
Post a Comment