დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, February 11, 2013

რაიკონენს ახალი მანქანა მოეწონა


Kimi Raikkonen encouraged by Lotus form after first test of 2013
11 თებერვალი

კიმი რაიკონენი კმაყოფილია „ლოტუსის“ ახალი ავტომობილით, რომლითაც ხერესის ტესტების ბოლო დღეს, საუკეთესო დრო დააფიქსირა. ამ დროს, მისი მანქანის ბორბლები რბილი საბურავებით იყო შემოსილი. პირველ დღეს კი საუკეთესო მისი თანაგუნდელი რომენ გროჟანი იყო. რაიკონენის თქმით, არ არსებობს იმის გარანტია, რომ „ლოტუსი“ შარანდელზე ძლიერი იქნება. თუმცა, არც იმის მიზეზი არსებობს, რომ შემდეგ ტესტებზე მანქანამ იმედები გაუცრუოს.

„ჩვენ კმაყოფილი ვართ იმით, რასაც მივაღწიეთ. ძალიან კარგი ტესტები გვქონდა. ვნახოთ, პირველ რბოლაში გამოჩნდება. დღეს კი კმაყოფილი ვარ. „ლოტუსი“ ბარსელონაში შარშან კარგად გამოიყურებოდა და არ ვიცი, რატომ არ უნდა განმეორდეს იგივე ამჯერადაც“, - ტესტების შემდეგ განაცხადა ფინელმა პილოტმა.
იმავდროულად, რაიკონენი აღიარებს, რომ შესაძლოა, არც მეორე ტესტებზე გამოჩნდეს გუნდების რეალური შესაძლებლობები: „იმედია, მეორე ტესტების შემდეგაც კმაყოფილები დავრჩებით, მაგრამ წარმოდგენა არ გვაქვს, სხვები რამდენად კარგად არიან მომზადებული. ჯერ ამაზე ლაპარაკი ადრეა. ჩვენც ბევრი სამუშაო გვაქვს შესასრულებელი. სეზონის განმავლობაში, ბევრი მუშაობა მოგვიწევს, თუმცა ფორმულა ერთში ამით ვერავის გააოცებ“.

No comments:

Post a Comment