Nissan to Build Upcoming VW Golf Rival at
Barcelona Plant
11 თებერვალი
„ნისანს“ გეგმაში ჰქონდა, რომ კომპაქტური ჰეჩბეკი,
რომლითაც ევროპულ ბაზარზე კონკურენციას „ფოლკსვაგენ გოლფსა“ და „ოპელ ასტრას“
გაუწევდა, სანდერლენდის (ბრიტანეთი) ქარხანაში გამოეშვა. „ინფინიტის“ პრემიუმ
კომპაქტ „ეთერეასთვის“კი კონტრაქტი „მაგნა შტეირთან“ ჰქონდა, რომელსაც ეს
ავტომობილი თავის ავსტრიულ ქარხანაში უნდა ეწარმოებინა.
მაგრამ იაპონურმა კომპანიამ გეგმები შეცვალა, რის
შემდეგაც, „ინფინიტის“ ავტომობილს სანდერლენდის ქარხანა გამოუშვებს, საკუთარი ჰეჩბეკისთვის
(რომელიც ჯერ კონცეპტუალური სახითაც კი არ უჩვენებია) კი ბარსელონას ქარხანა
აარჩია. ამის მიზეზად „ნისანი“ ასახელებს იმ ფაქტს, რომ ესპანელმა პროფკავშირებმა
უფრო ხელსაყრელი კონტრაქტი შესთავაზეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ბარსელონაში ახალი
ჰეჩბეკის წარმოება 2014 წლის ივლისში დაიწყება. მანამდე ბარსსელონას ქარხანას მოდერნიზაცია
ჩაუტარდება, რაზეც „ნისანი“ 110 მილიონ ევროს დახარჯავს. საწარმოში დამატებით
მუდმივ სამუშაოს 1 000, დროებით სამუშაოს კი 3 000 ადამიანი მიიღებს. ქარხნის
საწარმოო სიმძლავრე კი 80 000 ერთეულით გაიზრდება.
ახალი ჰეჩბეკის გარდა, ბარსელონას ქარხანაში „ნისანი“
24 000 ცალ ერთტონიან პიკაპს და ელექტრომობილ „ლიფისთვის“ და ელექტრულ ვენ
eNV200-სთვის გადაცემათა კოლოფებსაც გამოუშვებს.
„ნისან მოტორ იბერიკას“ მმართველ დრექტორ ფრანკ
ტორესის თქმით, ახალი ავტომობილების წარმოების დაწყების შემდეგ, ბარსელონას ქარხანა
სრული სიმძლავრით ამუშავდება. მისი საწარმოო სიმძლავრე 200 000 ავტომობილია. ეს კი
კრიზისში მყოფი ესპანეთის ეკონომიკას დიდ სამსახურს გაუწევს.
No comments:
Post a Comment