New Williams FW35 passes final crash test
11 თებერვალი
„უილიამსის“ ახალმა სარბოლმა ავტომობილმა, რომელმაც
ინდექსად FW35 მიიღო, ბოლო ქრეშ ტესტიც წარმატებით გაიარა, რაც იმას ნიშნავს, რომ
ის ახალი სეზონისთვის სრულ მზადყოფნაშია. ავტომობილი პირველად ბარსელონას ტესტებზე
გამოვა ტრასაზე. ცნობისათვის, ხერესის ტესტებისას, ტრასაზე FW34 იყო, რომელზეც ახალი
მანქანის ელემენტები იყო დაყენებული.
ბრიტანულ გუნდს ხერესში ახალი მანქანით ვარჯიში
შეეძლო, მაგრამ ამისგან თავი შეიკავა, რადგან მისმა ინჟინრებმა ჩათვალეს, რომ
უმჯობესი იქნებოდა, თუ ხერესში „პირელის“ ახალი საბურავების გამოკვლევაზე გაკეთდებოდა
აქცენტი. შესაბამისად, მანქანის ცხვირის ქრეშ ტესტიც გვიან დაინიშნა.
„იმის გამო, რომ წესები მინიმალურად შეიცვალა,
მანქანების უმეტესობა წინა სეზონისას ჰგავს. გამონაკლისები არც ჩვენ ვართ. სეზონისთვის
მზადებისას, მანქანის ყველა კუთხე-კუნჭული, ყოველი კომპონენტი დაწვრილებით
გავაანალიზეთ. დარწმუნებულნი ვართ, ახალი მანქანა წინაზე კონკურენტუნარიანი იქნება“,
- განაცხადა პასტორ მალდონადომ, ვინც გასულ სეზონში, ესპანეთის დიდ პრიზზე
გამარჯვებით გამოიჩინა თავი.
No comments:
Post a Comment