დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, February 11, 2013

ბრაუნი ჰამილტონის კრიტიკით კმაყოფილია

Brawn happy with Hamilton's criticism
11 თებერვალი
როს ბრაუნი ამბობს, რომ სულაც არ დარდობს იმის გამო, რომ ლუის ჰამილტონმა ახალი ბოლიდი გააკრიტიკა. „მაკლარენში“ გატარებული ექვსი სეზონის შემდეგ, ჰამილტონს პირველად მიეცა სხვა გუნდის მანქანის მართვის საშუალება. და პირველივე ტესტი, მუხრუჭების გაუმართაობის გამო, ავარიით დაასრულა. უფრო მეტიც, პირველ ტესტებზე პრობლემები ჰქონდა მის თანაგუნდელ ნიკო როსბერგსაც.

ტესტების მეორე ნახევარი, ორივეს გაცილებით უკეთესი ჰქონდა. მაგრამ ჰამილტონმა განაცხადა, რომ W04-ს აშკარად აკლია გზის საფართან ჩაჭიდება. ამ მხრივ კი ის „მაკლარენის“ შარშანდელ მანქანასთან ახლოსაც ვერ მივა. თუმცა: „გარკვეული სამუშაო შესასრულებელი გვაქვს და ის ფაქტი, რომ მანქანას ჩაჭიდება აკლია, ჯერ კიდევ არაფერს ნიშნავს“, - ამბობს მსოფლიოს 2008 წლის ჩემპიონი.
ბრაუნი ამბობს, რომ ჰამილტონის პირდაპირობა არ აშფოთებს. პირიქით: „ძალიან კარგია, რომ ის თავის შეფასებას იძლევა. ამით გვეხმარება, უკეთ გავერკვეთ პრობლემის არსში. ამ პრობლემათაგან ზოგი ჩვენთვის ისედაც ცნობილი იყო. სწორედ ამიტომ ჩავატარეთ აეროდინამიკოსთა ჯგუფის რესტრუქტურიზაცია. უფრო მეტიც, ასეთ მიდგომას მივესალმები“, - ამბობს ბრაუნი.
ამასობაში კი, როგორც „მირორი“ იუწყება, ჰამილტონმა კიდევ ერთხელ გამოიცვალა მენეჯერი. მიკა ჰაკინენის ყოფილ მენეჯერ დიდიე კოტონთან თანამშრომლობის ერთი წლის შემდეგ, ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. ამ სეზონში ბრიტანელის საქმეებს ტომ შაინი გაუძღვება. პარალელურად, ჰამილტონი კვლავ გააგრძელებს მილიარდერ საიმონ ფულერის სამენეჯერო ფირმა „XIX ინტერტაინმენტთან“ თანამშრომლობას.

No comments:

Post a Comment