New Rolls-Royce Wraith Coupe's Slow Strip Tease
Continues
12 თებერვალი
საავტომობილო სამყარო მოუთმენლად ელის „როლს როისის“
სრულიად ახალ ავტომობილს, სახელად „ვრეიტ“, რომელიც ბრიტანული კომპანიის გამაში
ყველაზე მძლავრი ავტომობილი გახდება. მოლოდინის ნაწილობრივ შესამსუბუქებლად, „როლსმა“
პრემიერამდე ფოტო ტიზერების გავრცელება დაიწყო.
პირველი ტიზერი, რომელზეც ჩაბნელებულ ფონზე მდგარი
ავტომობილის სილუეტი ჩანს, კომპანიამ ოთხი კვირის წინ გამოაქვეყნა. ახლა კი მეორე
ტიზერის ჯერ დადგა, რომელზეც ავტომობილის უკანა ნაწილია გადაღებული. „როლსის“
განმარტებით, ფოტოზე „ვრეიტის კუნთოვანი თეძოები“ მოჩანს.
განმარტებაში ხაზგასმულია, რომ ახალი ავტომობილის
სიმძლავრე, პასუხია იმ ტენდენციისა, რომელიც სუპერ ავტომობილების სეგმენტში
ჩამოყალიბდა. ეს ტენდენცია ძრავების სიმძლავრის განუხრელი ზრდაა, რომელსაც
საზღვარი არ უჩანს, რადგან კონკურენცია საჭიროებს, რომ შეიძლება შენი მანქანის
სამსახურში იმაზე ნაკლები ცხენის ძალა ჩადგეს, ვიდრე მეტოქე კომპანიის ავტომობილს
ჰყავს, მაგრამ ბევრითაც არ უნდა ჩამორჩე. და ამ ტენდენციას ვერც გამონაბოლქვზე რეგლამენტის
გამკაცრება ანელებს.
რაც „ვრეიტის“ (ესეც მოჩვენებათა ჯიშისაა) შესახებ
ვიცით ისაა, რომ ის „გოსტის“ შემოკლებულ პლატფორმაზეა აგებული. შესაბამისად, მისი
ბორბლებს შორის ბაზა უფრო მოკლეა. წონა კი შემცირდა. ავტომობილს ერგრეთ წოდებული
(ფოტოზე ჩანს) ფასტბეკის ტიპის ძარა აქვს. მამოძრავებელ ძალას კი მას 6.6-ლიტრიანი
V12 წყვილ ტურბოიანი ძრავი ანიჭებს, რომლის სიმძლავრე 600 ცხენის ძალა, ან მეტი
იქნება.
„როლს
როის ვრეიტის“ მსოფლიო პრემიერა ჟენევის მოტორ შოუზე გაიმართება.
No comments:
Post a Comment