Manor up to full strength in Spain, says Booth
5 მაისი
„მენორ ფ1-ის“ შეფი ჯონ ბუთი ამბობს, რომ ესპანეთის
დიდ პრიზზე მისი გუნდი გაცილებით ძლიერი იქნება, ვიდრე სეზონის დასაწყისში იყო.
ბაჰრეინის დიდი პრიზის შემდგომ არსებულმა სამკვირიანმა პაუზამ ბრიტანულ გუნდს ბაზაზე
დაბრუნების და „სულის მოთქმის“ საშუალება მისცა. გუნდმა რამდენიმე ახალი ინჟინერი აიყვანა,
რომლებიც მანქანის სრულყოფაზე უკვე მუშაობენ.
„მალაიზიის ეტაპიდან, ჩვენ ფორმაში შესვლა დავიწყეთ,
თუმცა მნიშვნელოვან პოზიციებზე სამი თანამშრომელი გვაკლდა. ბარსელონასთვის ეს სამი
ვაკანსია შევსებულია. ამიტომ, რბოლებისთვის უკეთ მომზადებას შევძლებთ. საერთოდ,
რბოლების გარემო ისეთია, რომ ბოლომდე კმაყოფილი ვერასდროს იქნები, თუმცა ამჟამად
კმაყოფილები ვართ. მანქანა თითქმის იმ დონეზე მუშაობს, რომელზც მისი წინამორბედი.
მართალია, ცხვირი დაწეულია, რამაც მისი აეროდინამიკა გააუარესა, მაგრამ ამის
კომპენსირება შევძელით“, - ინტერნეტ გამოცემა „მოტორსპორტ.კომ-თან“ ამბობს ბუთი.
პარალელურად, „მენორი“ თავის ძველ ფაბრიკაში
გადასასვლელად ემზადება, სადაც თავისი არსებობის დასაწყისში იყო ბაზირებული. ბუთი
ამბობს, რომ გადასვლა აგვისტოს არდადგების დროს იგეგმება.
No comments:
Post a Comment