Five Stars for all-new Suzuki Vitara from Euro
NCAP
5 მაისი
არამომგებიანმა ორგანიზაციამ, სახელად „ევროპის
ახალი ავტომობილების შეფასების პროგრამა“ (ევრო NCAP), უსაფრთხოების ტესტები რამდენიმე
ახალ ავტომობილს ჩაუტარა, რომელთაგან საუკეთესო შეფასება და ხუთი ვარსკვლავი, „სუზუკის“
უახლესმა უგზოობის ავტომობილმა, „ვიტარამ“ დაიმსახურა. ეს არის პირველი შემთხვევა,
როცა უგზოობის კომპაქტური ხუთვარსკვლავიან შეფასებას ღებულობს.
ახალმა „ვიტარამ“, ევრო NCAP-ის ოთხივე ძირითადი
კრიტერიუმის მიხედვით მიიო უმაღლესი შეფასება. ზრდასრულთა უსაფრთხოების მხრივ,
ავტომობილი 89%-ით შეფასდა, რაც 9%-ით მეტია ხუთვარსკვლავიანი შეფასებისთვის
საჭირო მინიმუმზე. ბავშვთა უსაფრთხოების მხრივ, შეფასება 85%-ია (ხუთი ვარსკვლავის
მინიმუმი 75%-ია). ფეხმავლების დაცვის მხრივ, შეფასება 76% იყო (მინიმუმია 65%),
უსაფრთხოების დამხმარე სისტემების მხრივ კი - 75% (მინიმუმი 70%-ია).
რა თქმა უნდა, ხუთვარსკვლავიან შეფასებას ის
ავტომობილები იმსახურებენ, რომლებიც შეჯახებაზე ტესტირებისას, მძღოლის და
მგზავრების, ასევე ფეხმავლების დაცულობის უმაღლეს დონეს ავლენენ. ისედაც რთულად
შესასრულებელი სტანდარტები, წელს კიდვ უფრო გამკაცრდა და ახალი „ვიტარას“ მიღწევა
მითუფრო მნიშვნელოვანია, რომ ავტომობილმა ოთხივე ძირითად კრიტერიუმში, მინიმუმს
საგრძნობლად გადააჭარბა.
ამ ავტომობილის უსაფრთხოების ერთ-ერთი ძირითადი განმპირობებელი
არის „კონტროლის ტოტალურად ეფექტური ტექნოლოგა“, რომლის შესაბამისადაც,
ავტომობილის შასის კონსტრუქციაში ჭარბადაა გამოყენებული მაღალი სიმტკიცის ფოლადი.
სტრუქტურა გამოვიდა მსუბუქი და ენერგოშთანმთქმელი, რაც შეჯახების ენერგიის
მაქსიმალურად შთანთქმის საშუალებას იძლევა.
უსაფრთხოების პასიურ სისტემებში შედის შვიდი
აირბალიში, რომლებიც სალონში მყოფებს წინიდან და გვერდიდან შეჯახებისას იცავენ;
უსაფრთხოების ღვედების წინასწარ დასაჭიმი სისტემები და ძალის შემზღუდველები. წინა
სავარძლების და მათი საკისრეების ტესტებისას გამოჩნდა, რომ მათზე მსხდომების
თავები და კისრები, უკნიდან შეჯახების დროსაც უმაღლეს დონეზეა დაცული.
უსაფრთხოების კარგი მაჩვენებელი გამოავლინა უკანა სავარძლების ტესტირებამაც.
გარდა
ამისა, ბამპერები, კაპოტი და ფარები ისეა შემუშავებული, რომ ფეხმავალთან
შეჯახებისას, მისი ნაკლებად დაზიანება გამოიწვიოს. გარდა ამისა, ავტომობილი
უსაფრთხოების დამხმარე ისეთი სისტემებითაც არის აღჭურვილი, როგორებიცაა:
შეჯახებისწინა გამაფრთხილებელი და მუხრუჭების რადარული დამხმარე სისტემები. მეორე
სისტემა თავად (რადარით) დაადგენს შეჯახების გაზრდილ ალბათობას და ხმოვან
გაფრთხილებას იძლევა. მაგრამ თუ შეჯახების ალბათობა გაიზარდა, ააქტიურებს
მუხრუჭების დამხმარე სისტემას, რომელიც უფრო აქტიურ დამუხრუჭებაში დაგეხმარებათ.
და თუ შეჯახება გარდაუვალია, მაშინ სისტემ დამოუკიდებლად ამუხრუჭებს ავტომობილს.
No comments:
Post a Comment