დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, May 6, 2015

„მაკლარენმა“ ფერი იცვალა

McLaren-Honda's MP4-30 Gets New Look & New Updates
6 მაისი
„მაკლარენი“ ესპანეთის დიდ პრიზზე სხვანაირად გაფორმებული მანქანებით წარსდგება. გუნდმა უარი თქვა ვერცხლისფერ ტონზე, რომელიც მას „მერსედესთან“ პარტნიორობის შემდეგ შემორჩა და საბაზო ფერად მხოლოდ რუხი დაიტოვა. მასთან კი ლუმინესცენტური წითელი შეაზავა. ამ ფერისაა მანქანის ცხვირზე არსებული ზოლები და რადიატორების კორპუსებზე გამოსახული კომპანიის ემბლემები.
გარდა ამისა, ბარსელონაშივე მანქანაზე რამდენიმე სიახლესაც გამოიყენებენ. გუნდის შეფი ერიკ ბუიე არ აკონკრეტებს ამ სიახლეებს, თუმცა იმედი აქვს, რომ ავტომობილი უფრო სწრაფი გახდება. სიახლეებია ძრავშიც, ოღონდ „ჰონდა“ ამბობს, რომ მის ხელთ არსებული 9 პირობითი ქულა ჯერ არ გამოუყენებია და რომ სიახლეები ძირითადად ელექტრონიკას შეეხო.
იაპონური კომპანია ამბობს, რომ ამ ეტაპზე, აგრეგატის გაუმჯობესებას აზრი არ აქვს, რადგან მანქანას მისი შესაძლებლობების სრულად ათვისება ჯერ არ შეუძლია. ამ ეტაპზე მთავარი გამძლეობა და მართვის გაუმჯობესებაა და „ჰონდას“ ინჟინრებმაც სწორედ ამ მიმართულებით იმუშავეს.

 













„მაკლარენი“ ამბობს, რომ რუხი და ლუმინესცენტური წითელი მისი ფერებია და არა ფორთოხლისფერი, როგორც გუნდის არსებობის დასაწყისში იყო. საკუთარ ფერებში დაბრუნების გარდა, უოკინგელებმა კიდევ ერთი საქმე გააკეთეს - მუქ რუხზე უკეთ ჩანს სპონსორების თეთრი ასოებით გამოსახული სახელები. ამასთან, მანქანა შორიდან ადვილად გამოსაცნობი გახდა. მისი ფერები კი განსაკუთრებით ეფექტური ღამის რბოლების დროს იქნება.

No comments:

Post a Comment