დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, May 6, 2015

„რედ ბულის“ მომავალი „აუდიზეა“ დამოკიდებული

Red Bull F1 future rests on Audi – Montezemolo
6 მაისი
„ფერარის“ ყოფილ პრეზიდენტ ლუკა დი მონტეძემოლოს თქმით, ფორმულა ერთში „რედ ბულის“ დარჩენა იმაზე იქნება დამოკიდებული, შეძლებს თუ არა ენერგეტიკული სასმელების მწარმოებელი ავსტრიული კომპანიის თანამფლობელი დიტრიხ მატეშიცი (ფოტოზე მარჯვნივ) ფ1-ით „აუდის“ დაინტერესებას.
უკვე მეორე სეზონია, „რედ ბული“ ვეღარ ახერხებს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლას, რაც ნაწილობრივ, ძრავებით მისი მომმარაგებლის, „რენოს“ ბრალია. თავის მხრივ, ფრანგულ ავტოკომპანიასაც არ გადაუწყვეტია ფ1-ში თავისი მომავალი. არაა გამორიცხული, რომ მან დიდი პრიზების ცირკი დატოვოს, ან საკუთარი გუნდით დაბრუნდეს.
„რედ ბული“ აცხადებს, რომ თუ „რენო“ წავა, ის ძრავების გარეშე დარჩება და მსოფლიო ჩემპიონტში გამოსვლას ვერ გააგრძელებს. თუ „რენო“ საკუთარი გუნდით გამოვა, „რედ ბული“ პრიორიტეტული პარტნიორის სტატუსს დაკარგავს და მის მფლობელს არც ეს აწყობს. ერთადერთი გამოსავალი, ფ1-ში „აუდის“ მოსვლაა.
დი მონტეძემოლო ირწმუნება, რომ ამჟამად მატეშიცი სწორედ გერმანული კომპანიის დათანხმებას ცდილობს. გაზეთ „ლა რეპუბლიკასთან“ საუბრისას, ლუკამ განაცხადა, რომ „რედ ბულმა“ ეს სეზონი უკვე ჩააგდო, „ფერარის“ კი ძალიან გაუმართლა, რომ ფორმაში შესვლა შეძლო, მის კონკურენტებს კი, „მერსედესის“ გარდა, ყველას პრობლემები აქვს.
„ვფიქრობ, რომ „ფერარის“ ცოტა გაუმართლა: ამ სეზონში, „მერსედესის“ გარდა, მათ სხვა მეტოქე არ ჰყავთ. „უილიამსმა“ გაუმჯობესება ვერ შეძლო, მატეშიცი გუნდის გაყიდვას აპირებს, მან თქვა, რომ ან „აუდის“ დაითანხმებს, ან წავა. ეს ჩვენმა საერთო მეგობარმა მითხრა. „მაკლარენს“ კრიზისი აქვს... მოკლედ, „ფერარი“ ყოველ რბოლას ისე იწყებს, რომ კვარცხლბეკი გარანტირებული აქვს. მაგრამ იღბალი უსარგებლო გახდება, თუ მას ვერ გამოიყენებ“, - ამბობს დი მონტეძემოლო.
ის ასევე აღიარებს, რომ V6 ტურბო ძრავებზე გადასვლა უნდა დაებლოკა, რადგან „ფერარი“ არ იყო იმისთვის მზად, რომ „მერსედსისთვის“ კონკურენცია გაეწია. „მომავალი ჰიბრიდული აგრეგატებისაა, თუმცა უმჯობესი იქნებოდა, თუ მათ დამკვიდრებას შევეწინააღმდეგებოდი“, - ამბობს ლუკა, ვინც იტალიური გუნდ გასული სეზონის შუაწელში დატოვა.
მისი თქმით, ადრევე მიხვდა, რომ აგრეგატი არ იყო კარგი და გუნდის შეფ სტეფანო დომენიკალის ურჩია, ყურადღება შემდეგი სეზონისთვის მზადებაზე გადაეტანა. ასეც მოხდა და ლუკა ამბობს, რომ „ფერარის“ ახლანდელი კარგი ფორმა, სწორედ იმ გადაწყვეტილების შედეგია.
„დავურეკე დომენიკალის და ვუთხარი, რომ დაუყოვნებლივ დაეწყოთ მუშაობა ახალ სეზონისთვის. ჩვენ დარწმუნებული ვიყავით, რომ შასი კარგი იყო, რადგან საკუთარი აეროდინამიკური მილი ავამუშავეთ, რომელიც უფრო ეფექტურია. და როგორც კი ფეტელმა სეპანგზე ფინიშის ხაზი გადაკვეთა, იმ მომენტში დავრწმუნდი, რომ დავტოვე არამხოლოდ ჯანსაღი, არამედ კონკურენტუნარიანი გუნდი“, - დასძენს დი მონტეძემოლო.

No comments:

Post a Comment