New Suzuki Authentics Concepts for a Compact
Sedan Debuts in Shanghai
20 აპრილი
„სუზუკი“ ამერიკის და კანადის ბაზრებიდან წამოვიდა,
მაგრამ თავისი ყურადღება ყველაზე პერსპექტიულ, ჩინურ ბაზარს მიაპყრო, რომლისთვისაც
შექმნილი პირველი კონცეპტუალური პროდუქტი, სედან „აუთენტიკსის“ სახით, შანჰაის
ავტო შოუზე წარადგინა.
„აუთენტიკსი“ ოთხკარიანი ავტომობილია, რომელიც ჩინეთის
ბაზარზე ყველაზე პოპულარულ, C-სეგმენტს (კომპაქტურ სეგმენტს) შეესაბამება. ეს ის
სეგმენტია, სადაც ლიდერობა „ფორდ ფოკუსს“ და „ფოლკსვაგენ ლავიდას“ (ჯეტას ჩინური
ანალოგი) უპყრიათ ხელთ.
რაოდნ გასაკვირიც უნდა იყოს, „სუზუკის“ თავისი
კონცეპტუალური სიახლის შესახებ ინფორმაცია პრაქტიკულად არ გაუვრცელებია. თუმცა
დაადასტურა ინფორმაცია, რომ ამ კონცეპტის ბაზაზე შექმნილ სერიულ ავტომობილს, ჩინელ
პარტნიორ „ჩონქინ ჩანგან სუზუკი ავტომობილის“ ქარხანა გამოუშვებს და მისივე სადილერო
ქსელი გაჰყიდის.
კონცეპტუალურ სედან „აუთენტიკსის“ გარდა, იაპონურმა
კომპანიამ შანჰაის გამოფენაზე ასევე ჩინური ბაზრისთვის მომზადებული „SX4 S-ქროსიც“
წარადგინა. ამ კომპაქტურ ქროსოვერსაც „ჩონქინ ჩანგან სუზუკი“ გამოუშვებს.
No comments:
Post a Comment