Kimi Raikkonen says Lotus just too slow in
qualifying
20 აპრილი
კიმი რაიკონენი ამბობს, რომ ბაჰრეინის დიდი პრიზის
კვალიფიკაციაზე მის მიერ ნაჩვენები შედეგი იმის მაქსიმუმია, რისი საშუალებაც
მანქანამ მისცა. პირველ ორ პრაქტიკაზე ის უსწრაფესი იყო, რის გამოც,
კვალიფიკაციაში მისგან ყველა პირველობისთვის ბრძლას ელოდა. მაგრამ პოულისთვის
პაექრობას ვინ ჩივის, კვალიფიკაციის მომგებ ნიკო როსბერგს თითქმის წამით ჩამორჩა
და მეცხრე შედეგს დასჯერდა.
„არასაკმარისად სწრაფები ვიყავით, ეს აქ ჩვენი
მაქსიმუმი იყო. იქნებ, ერთ-ორი ადგილით მაღლა უნდა ვყოფილიყავით, მაგრამ სიჩქარე
მაკლდა და ვერ შევძელი. იმედი მაქვს, რბოლისთვის უკეთ მოვემზადებით“, - ამბობს რაიკონენი,
ვისაც სამი ეტაპის შემდეგ, კლასიფიკაციაში მეორე ადგილი უკავია. სხვათა შორის,
ამის მიუხედავად, ის ამბობს, რომ „ლოტუსი“ მთავარ მეტოქეებს (რედ ბულს და ფერარის)
გვარიანად ჩამორჩება. ამის მიზეზად კი ჩაჭიდების ნაკლებობას ასახელებს.
სხვათა შორის, ბაჰრეინის შარშანდელი რბოლის სტარტზე
ფინელს მე-12 ადგილი ეკავა, მაგრამ ფინიშთან მეორე მივიდა. უფრო მეტიც,
გამარჯვებისთვის უშეღავათო ბრძოლა გაუმართა სებასტიან ფეტელს. ამჯერად კიმი იმ შედეგის
გამეორებას გამორიცხავს, თუმცა იმედი აქვს, რომ მანქანა გრძელ გამოსვლებზე უკეთ
იმუშავებს, ვიდრე კვალიფიკაციის გადამწყვეტ ერთ წრეზე იყო.
„ყოველი დღე განსხვავებულია. რაც შარშანდელ რბოლაში
მოხდა, ხვალ არ მოხდება. პრაქტიკებზე გრძელი გასვლებით კმაყოფლი ვიყავი და იმედია,
რბოლაშიც ასე იქნება. ვერ გეტყვით, რომელი ადგილის დაკავება შემიძლია. ეს სისულელე
იქნება. რაც შემიძლია, ყველაფერს გავაკეთებ. მთავარია, რეზინმა მეტხანს გაძლოს“, -
დასძენს რაიკონენი.
No comments:
Post a Comment