Lewis Hamilton admits he faded in qualifying
20 აპრილი
ლუის ჰამილტონი ამბობს, რომ პირველ პრაქტიკებზე
ჩავარდნის შემდეგ, მისი მანქანა მესამე პრაქტიკაზე კარგად ამუშავდა, თუმცა
კვალიფიკაციაზე ისევ დაკარგა სიჩქარე. საბოლოოდ, მან მეოთხე შედეგი კი აჩვენა,
მაგრამ პოულის მომგებ თანაგუნდელ ნიკო როსბერგთან 0.432 წამი წააგო. ამასთან, იმის
გამო, რომ მესამე პრაქტიკის შემდგომ, დაზიანებული გადაცემათა კოლოფი შეუცვალეს, სტარტს
ხუთი ადგილით უკან, მეცხრე პოზიციიდან აიღებს.
„მანქანა ისე აღარ მუშაობდა, როგორც მესამე
პრაქტიკაზე. ბიჭები მონაცემებს გადახედავენ და ალბათ მიაგნებენ მიზეზს. არადა,
პირველი პრაქტიკების შემდეგ, მანქანა მთლიანად შეცვლილი იყო და ისე მუშაობდა,
როგორც ვისურვებდი. პირველ პრაქტიკებზე იგივე პრობლემები გვქონდა, რომლებიც
კვალიფიკაციაზე. ღამით პრობლემები გამოვასწორეთ, მაგრამ კვალიფიკაციაზე ისეთი
შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს ისევ იმ მანქანას ვმართავდი, რომელსაც პირველ
პრაქტიკებზე“, - ყვება ჰამილტონი.
ბრიტანელმა შეაქო თანაგუნდელი და აღიარა, რომ როსბერგმა
აჯობა. მე მის სიჩქარეს ვერ ავყევიო. ჰამილტონი თვლის, რომ რბოლა მისთვის რთული
იქნება, მაგრამ როგორც ყოველთვის, ბოლომდე ბრძოლას აპირებს. არადა, საქმე
დაზიანებულმა კოლოფმაც გაურთულა, რის გამოც, პელოტონის შუიდან სტარტის აღება
მოუწევს თუმცა, ეს გარემოება მას განსხვავებული ტაქტიკით ასპარეზობის საშუალებას
აძლევს, რამაც შესაძლოა, ჩამორჩენის შემცირებაში შეუწყოს ხელი.
No comments:
Post a Comment