დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, February 24, 2013

„ბეემვე X6 ტაიფუნ RS“ - მსოფლიოს უსწრაფესი უგზოობის ავტომობილი

The world's fastest SUV: G-Power BMW X6 Typhoon RS V10
24 თებერვალი

გერმანულმა სატუნინგო კომპანია „G-პოვერმა“, „ბეემვეს“ სპორტულ ქროსოვერ X6-ის ბაზაზე შექმნა მსოფლიოში უსწრაფესი უგზოობის ავტომობილი, სახელად „ტაიფუნ RS“, რომელიც სულ რაღაც, ხუთი ცალი დამზადდება. ავტომობილი V10 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც სტანდარტული X6-ის გამაში არ შედის.


მაგრამ იმისათვის, რომ მსოფლიოს უსწრაფესი უგზოობის ავტომობილი შეექმნა, „G-პოვერმა“ სწორედ V10 ძრავზე გააკეთა აქცენტი და ამისათვის E60 M5-ის V10 S85 გამოიყენა. ამასთან, ეს აგრეგატიც დახვეწა. პირველ რიგში, ძრავის მუშა მოცულობა 5.5 ლიტრამდე გაიზარდა. სტანდარტული ცილინდრები, კომპანია „მალეს“ ცილინდრებით შეიცვალა. ძრავს წყვილი დამჭირხნი ემსახურება, რომლებიც წყლით გაგრილების სისტემითაა აღჭურვილი. ამ კომპრესორების წყალობით, ძრავი გაზის სატერფულზე ისევე მყისიერად რეაგირებს, როგორც ატმოსფერულ ძრავებზე.


მოდიფიკაცია ჩაუტარდა ძრავის ელექტრონული მართვის სისტემასაც. შედეგად, ძრავის სიმძლავრე 900 ცხენის ძალამდე, მაბრუნი მომენტი კი 870 ნიუტონმეტრამდე გაიზარდა. სამაგიეროდ, მამოძრავებელი ძალა მხოლოდ უკანა ბორბლებს გადაეცემა. ამისათვის, „G-პოვერის“ ინჟინრებმა „ბეემვეს“ სტანდარტული „xდრაივ“ სისტემა და გადაცემათა კოლოფიც გამოცვალეს. ასე რადიკალურად შეცვლილი აღჭურვილობის წყალობით, ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა 4.2 წამში შეუძლია, 200 კმ/სთ-ს 13 წამში კრეფს, მისი მაქსიმუმი კი 330 კმ/სთ-ია.


ავტომობილი ასევე აღჭურვილია აეროდინაააიკური პაკეტით და სპორტულ ყაიდაზე მომართული, შეცვლილი საკიდარით. მსუბუქი მასალების გამოყენების წყალობით, „ტაიფუნ RS“ 2230 კილოგრამს იწონის (150 კილოგრამით ნაკლებს სტანდარტულ X6-ზე). ასეთი წონის ეფექტურად გასამკლავებლად, შეიცვალა მუხრუჭებიც. ოთხივე ბორბალი აღჭურვილია 410-მილიმეტრიანი დისკოებით, რომლებსაც 6-ცილინდრიანი სუპორტები ემსახურება. ასეთი მუხრუჭები, სტანდარტულზე 50 პროცენტით მსუბუქია და რაც მთავარია, ავტომობილს გრავიტაციაზე უკეთესი აჩქარებით ანელებს.


რა თქმა უნდა, შეიცვალა ინტერიერიც, რისი მიზანიც, მძღოლისთვის სუპერ სპორტული გარემოს შექმნა იყო. ჩვეულებრივი სავარძლების ნაცვლად, სპორტული, გვერდითი ზორბა საყრდენების მქონე სპორტული სავარძლები დააყენეს, რომლებიც კარბონის კომპოზიტითაა დამზადებული. სალონი მაღალი ხარისხის ტყავში გამოეწყო.

No comments:

Post a Comment