დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, February 24, 2013

„უილიამსის“ გამოსაბოლქვი რეგლამენტს არ შეესაბამება

FIA tells Williams exhaust solution illegal
24 თებერვალი
საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ (FIA) გააფრთხილა „უილიამსი“, რომ მისი მანქანის გამოსაბოლქვი არ შეესაბამება ტექნიკურ რეგლამენტს. იგივე პრობლემა, უფრო ადრე „კატერჰემის“ ახალ ბოლიდსაც აღმოაჩნდა. ორივე საჯინიბოს მანქანას მსგავსი ტექნიკური გადაწყვეტა აქვს შემუშავებული, რაც გამოსაბოლქვის ორ სეგმენტად გაყოფაში გამოიხატება.
უილიამს FW35-ის გამოსაბოლქვი
არადა, „უილიამსის“ მთავარი ინჟინერი მაიკ კოფლენი, ბარსელონაში, სადაც FW35-ის პრემიერა გაიმართა, არ მალავდა თავის გაწბილებას და ამბობდა, რომ მას ასეთი გამოსაბოლქვი რეგლამენტის შესაბამისად მიაჩნდა. ის თვლის, რომ „კატერჰემის“ ვარიანტში, წესი ირღვევა, რადგან გამოსაბოლქვის სიღრმეში არსებული ელერონის მსგავსი ელემენტი, გამოსაბოლქვ მილს ორ ნაწილად ყოფს. ეს კი აკრძალულია. „უილიამსი“ კი განსხვავებული გზით წავიდა. ჯერ ერთი, დამტებითი სიბრტყე, რომელსაც ერთგვარი ლეკალოს ფორმა აქვს, შუაზე გაჭრა და ისინი 1-2 მილიმეტრით დააშორა. ეს კი სწორედ იმისთვის გაკეთდა, რომ რეგლამენტის მოთხოვნები დაცული ყოფილიყო. რეგლამენტი კი გამოსაბოლქვში დამატებითი ჩაკეტილი არხის წარმოქმნას კრძალავს.
კატერჰემის გამოსაბოლქვი
სხვათა შორის, „უილიამსის“ ვარიანტს ლეგალურად მიიჩნევს „მერსედესის“ როს ბრაუნი: „ლაპარაკობდნენ, რომ „უილიამსმა“ FIA-ს შემოწმება გაიარა და ასეთი სისტემის გამოყენების უფლება მიიღო. თუ რეგლამენტს სიტყვა სიტყვით მოვიშველიებთ, „უილიამსს“ წესი არ დაურღვევია“.
მაგრამ გერმანულ გამოცემა „აუტო მოტორ უნდ შპორტის“ კორესპონდენტ მიხაელ შმიდტს მოჰყავს FIA-ს ტექნიკურ დელეგატ ჩარლი უაიტინგის სიტყვები, რომელიც ამბობს, რომ „კატერჰემი“ და „უილიამსი“ რეგლამენტს არღვევენ. „უილიამსი“ თავადაც დაუკავშირდა FIA-ს და საკითხი განიხილა. ბრიტანულ საჯინიბოში იმედოვნებენ, რომ სეზონის პირველ რბოლამდე, ყველაფერი საბოლოოდ გაირკვევა და აღნიშნული სისტემის გამოყენების საკითხიც გადაწყდება.

No comments:

Post a Comment