Early Reveal for New All-Electric Volkswagen
Golf-e Mk7
24 თებერვალი
„ფოლკსვაგენის“ ჯგუფში შემავალი კომპანიები, კარგად
იყენებენ ტექნოლოგიების უნიფიკაციის იმ შესაძლებლობას, რასაც მათ ერთმანეთთან
დამოკიდებულება აძლევს. ჩვენ უკვე გაუწყეთ იმის შესახებ, რომ ჟენევის მოტორ შოუზე,
„აუდი“ ჰეჩბეკ A3-ის ბაზაზე შექმნილ პლაგ-ინ ჰიბრიდულ ავტომობილს
წარადგენს. დაახლოებით იმავე ტიპის ავტომობილი ჟენევისთვის „ფოლკსვაგენმაც“ მოამზადა.
ჟენევურ პრემიერამდე, ვოლფსბურგელებმა თავიანთი
სიახლე, სახელად „გოლფ-e“, ინტერნეტით გაგვაცნეს. უფრო სწორედ, მათ ეს ესპანურ
გაზეთ „ელ მუნდოს“ დახმარებით გააკეთეს. გამოქვეყნდა ელექტრონული „გოლფის“
ფოტოები, ასევე ზოგიერთი ინფორმაცია.
გარეგნულად, ელექტრონული „გოლფ-e“, სტანდარტულისგან
ოდნავ განსხვავდება. მას სხვანაირი აქვს წინა და გაბარიტული ფარები, ასევე ქვედა
ჰაერის ამღები, სალონში ვეღარ ნახავთ ტახომეტრს და ორ პატარა ციფერბლატს.
სამაგიეროდ, კონსოლზე არის მონიტორი, რომელზეც არაერთი ინფორმაციის გამოტანაა
შესაძლებელი.
გაზეთის ინფორმაციით, „გოლფ-e“ აღჭურვილია
ელექტროძრავით, რომლის სიმძლავრე 115 ცხენის ძალას აღწევს, მაბრუნი მომენტი კი - 270
ნიუტონმეტრს. ამ აგრეგატით, ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ-ის აკრეფა 11.8 წამში
შეუძლია, მაქსიმალური სიჩქარე კი 135 კმ/სთ-ის ნიშნულზეა შეზღუდული (ენერგიის დაზოგვის
მიზნით).
ენერგია
ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკში ინახება, რომლის ტევადობაც 26.5 კილოვატსაათია.
ამ ბლოკის წონა, ელექტროძრავთან ერთად, 205 კილოგრამს აღწევს. ანუ, ფაქტობრივად
იმდენს, რამდენსაც შიდაწვის ძრავი და გადაცემათა კოლოფი იწონის. ის სავარძლების
ქვეშაა მოთავსებული და საბარგულს ადგილს არ ართმევს. სწრაფად დამმუხტავის
დახმარებით, ელემენტების ბლოკის სრულად დამუხტვა 20 წუთშია შესაძლებელი.
ჩვეულებრივი დასამუხტით კი, სახლის შტეპსელიდან დამუხტვას, 5 საათი სჭირდება.
მართვის სტილიდან გამომდინარე, „გოლფ-e-ს“ სვლის სიშორე 175 კილომეტრამდეა.
No comments:
Post a Comment