დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, February 24, 2013

პლაგ-ინ ჰიბრიდული „აუდი A3 e-ტრონი“ ჟენევაში გაგვეცნობა

New Audi A3 e-tron Plug-in Hybrid with 201HP to Debut at Geneva Motor Show
24 თებერვალი
ცოტაც და ჟენევის მოტორ შოუზე, უამრავ საინტერესო, სერიულ და კონცეპტუალურ სიახლეს ვიხილავთ. მათ შორის, არაერთი ჰიბრიდული და ელექტრული ავტომობილი იქნება. ერთ-ერთი მათგანი კი „აუდის“ პლაგ-ინ ჰიბრიდული ელექტრომობილი „A3 e-ტრონია“, რომლის ფოტოები და მწირი ინფორმაციაც გერმანულმა კომპანიამ ინტერნეტით გაავრცელა.

ავტომობილი აღჭურვილია ჰიბრიდული სისტემით, რომელშიც 1.4-ლიტრიანი ტურბო TFSI (150 ცხ.ძ) ძრავი და ელექტროძრავი (102 ცხ.ძ) შედის. შიდაწვის ძრავთან დაკავშირებულია სრულიად ახალი, 6-საფეხურიანი კოლოფი „e-S ტრონიკი“, რომელიც მამოძრავებელ ძალას წინა ბორბლებს აწვდის. ორი ძრავის კომბინირებული სიმძლავრე (არა ჯამური) 204 ცხენის ძალაა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი - 350 ნიუტონმეტრი. მისი მეშვეობით, ხუთკარიანი სპორტბეკი ადგილიდან ასის აკრეფას 7.6 წამში ასწრებს, მაქსიმალური სიჩქარე კი 222 კმ/სთ-ია.


ინგოლშტადტელების ინფორმაციით, პლაგ-ინ ჰიბრიდული ავტომობილებისთვის შემუშავებულ ევროპულ ECE სტანდარტის შესაბამისად, „A3 e-ტრონი“ ას კილომეტრზე მხოლოდ 1.5 ლიტრ საწვავს მოიხმარს, მის გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობა კი ყოველ კილომეტრზე მხოლოდ 35 გრამია. ოღონდ, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ეს მაჩვენებლები ავტომობილს იმ შემთხვევაში აქვს, როდესაც მუდმივად ელექტროძრავის მიერ გამომუშავებული მამოძრავებელი ძალით სარგებლობს.


„A3 e-ტრონს“ სამ განსხვავებულ რეჟიმში მუშაობა შეუძლია. ერთ შემთხვევაში, ის მხოლოდ შიდაწვის ძრავით გადაადგილდება, მეორე შემთხვევაში - მხოლოდ ელექტროძრავით მოძრაობს, მესამე შემთხვევაში კი - ჰიბრიდულ რეჟიმში. მხოლოდ ელექტროძრავით მოძრაობისას, ავტომობილს მაქსიმუმ 130 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა შეუძლია, სვლის მაქსიმალური სიშორე კი 50 კილომეტრს აღწევს.
ამ ავტომობილის შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია ჟენევაში გავრცელდება.

No comments:

Post a Comment