Sainz jr moves even
closer to F1 future
28 იანვარი
კარლოს საინს უმცროსი, რალის ორგზის ჩემპიონ კარლოს
საინსის შვილი, „რედ ბულის“ მრბოლთა განვითარების პროგრამაში ჩაერთო. 18 წლის
ესპანელმა კონტრაქტი გააფორმა „რედ ბულ რეისინგის“ შეფ ქრისტიან ჰორნერთან და მარკ
უებერის ფ3-ის გუნდთან, რომლის მანქანითაც, ბრიტანეთის და ევროპის ფორმულა 3-ის
ჩემპიონატებში იასპარეზებს.
ესპანელმა პილოტმა
ფ3-ის ბრიტანულ და ევროპულ სერიებში შარშანაც იასპარეზა. ახალ სეზონში კი კონკურენტუნარიან
გუნდში იქნება. სხვათა შორის, „რედ ბულის“ გარდა, მისი სპონსორია ესპანური
ნავთობკომპანია „ცესპა“, რომელიც ფ1-ში „რედ ბულის“ მეორე გუნდის, „ტორო როსოს“
სპონსორიცაა.
„ახლა ჩემი მთავარი
მიზანი სტაბილურობაა, რადგან ფ3-ში ძალიან კონკურენტული გარემოა, ეს მანქანები კი
წრეს ფ1-ის მანქანებზე მხოლოდ ექვსი წამით ნელა გადიან. ჩემზე პასუხისმგებლობა ქრისტიან
ჰორნერმა აიღო, რაც იმას ნიშნავს, „რედ ბულის“ გუნდთან უშუალო კავშირი მექნება. ამიტომ,
ერთი სული მაქვს, ახალი სეზონი როდის დაიწყება“, - ამბობს საინსი, ვინც
საცხოვრებლად „რედ ბულის“ ფ1-ის გუნდის ბაზის სიახლოვეს, მილტონ კეინსში გადადის.
No comments:
Post a Comment