დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, January 28, 2013

„ჰიუნდაი სანტა ფე“ ყველაზე უსაფრთხოა უგზოობის დიდ ავტრომობილებში

Hyundai Santa Fe safest large SUV on the market
28 იანვარი
„ევრო NCAP-ის“ ქრეშ ტესტებმა გამოავლინა, რომ დიდი ზომის უგზოობის ავტომობილებს შორის, „ჰიუნდაი სანტა ფე“ ყველაზე უსაფრთხოა. უფრო კონკრეტულად, უსაფრთხოების კრიტერიუმების შეჯერებით, ის სჯობნის ისეთ სერიოზულ კონკურენტებს, როგორებიცაა ახალი „რეინჯ როვერი“ და „მერსედეს-ბენცის“ M-კლასი.

უფრო მეტიც, კორეულმა ავტომობილმა, ტესტების ყველა კატეგორიაში უმაღლესი შეფასება დაიმსახურა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ავტომობილია იმ ავტომობილებს შორის, რომლებსაც „ევრო NCAP-ის“ ქრეშ ტესტები გაუვლია.


საბოლოოდ, „სანტა ფემ“ 96-პროცენტიანი შეფასება დაიმსახურა, რაც თითქმის მაქსიმუმია. ყველაზე მეტი პროცენტუალი ქულა ამ ავტომობილს გვერდითი ბარიერული ტესტისას, ზრდასრულ მგზავრთა დაცვის შეფასებაში დაიმსახურა. ბავშვების უსაფრთხოებიაში შეფასება 89 პროცენტი იყო. უსაფრთხოების დამხმარე სისტემებით (მაგალითად, სტაბილურობის ელექტრონული სისტემა) აღჭურვის კუთხით, „სანტა ფე“ 86 პროცენტით შეაფასეს.
ტესტების დროს განსაკუთრებით აღინიშნა ის ფაქტი, რომ „სანტა ფე“ არის პირველი ავტომობილი, რომელიც აქტიური კაპოტითაა აღჭურვილი. ასეთი კაპოტი, ფეხმავალთან შეჯახებისას, მისი დაშავების ალბათობას ამცირებს. ფეხმავალთა დაცულობის კუთხით, ავტომობილმა 71-პროცენტიანი შეფასება დაიმსახურა. შედარებისთვის, ამ კრიტერიუმის შეფასებისას, უახლოესი მეტოქე მხოლოდ 63 ქულას შესწვდა.
„ევრო NCAP-ის მიერ „ჰიუნდაი სანტა ფესთვის“ დაწერილი უმაღლესი შეფასება კიდევ ერთხელ ასახავს ჩვენს სწრაფვას მაქსიმალურად უსაფრთხო ავტომობილების შექმნისაკენ. ამ ავტომობილის უსაფრთხოება, გამონაბოლქვში CO2-ის მინიმალური შემცველობა, ეკიპირების მრავალფეროვნება და რა თქმა უნდა ემოციური დიზაინი ის თვისებებია, რომლებსაც ევროპელი მყიდველი ყველაზე მეტად აფასებს“, - ამბობს „ჰიუნდაი მოტორ იუროპის“ უფროსი ვიცე პრეზიდენტი და მთავარი ოპერატიული მმართველი, ალან რუშფორტი.
აღსანიშნავია, რომ ევრო NCAP-ის უმაღლესი შეფასება ასევე მიღებული აქვთ: „ჰიუნდაი i20-ს“, ix20-ს, ix35-ს, i40-ს, „ველოსტერს“ და i30-ს. ხუთვარსკვლავიანი უსაფრთხოების გარდა, ახალი „სანტა ფე“ მყიდველს ასევე ხუთწლიანი სამმაგი ზრუნვის გარანტიითაც მოხიბლავს, რომელიც საგარანტიო პერიოდში, ჩვეულებრივი საგარანტიო ვალდებულებების გარდა, საგზაო დახმარებას და ავტომობილის უფასო ტექ-შემოწმებასაც გულისხმობს. თანაც, ამ პერიოდში, განვლილი მანძილი შეუზღუდავია.

No comments:

Post a Comment