2013 Ferrari to hide
'step' in nose - report
28 იანვარი
ფორმულა ერთის გუნდებიდან, ახალ ბოლიდს პირველი „ლოტუსი“
დღეს გვიჩვენებს. რამდნიმე დღეში კი „ფერარის“ ახალ ერთადგილიანსაც ვნახავთ,
რომლითაც ფერნანდო ალონსო და ფელიპე მასა ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ. ჯერჯერობით,
ახალი მანქანის სახელიც კი გასაიდუმლოებულია, თუმცა მისი ზოგიერთი დეტალი უკვე ცნობილია.
მაგალითად ის, რომ
მანქანას აღარ ექნება კეხიანი ცხვირი - კეხს მცირე ელემენტი დაფარავს, რომელსაც
რაიმე სტრუქტურული დანიშნულება არ აქვს. სხვათა შორის, ასეთი ელემენტის
გამოყენება, რეგლამენტით სავალდებულო არაა. თუმცა, როგორც ჩანს, კეხს გუნდების
უმეტესობა დაფარავს. მაგალითად, როგორც ფინელი ვალტერი ბოტასი ამბობს, „უილიამსის“
ახალი მანქანის ცხვირიც გლუვი იქნება.
ესპანურმა „მარკამ“
ახალი „ფერარის“ შესახებ სხვა ინფორმაციაც მოიპოვა. მაგალითად ის, რომ მარანელოელთა
ახალ კვიცს, უფრო ვიწრო სარადიატორე სექციები ექნება, რასაც ინჟინრებმა რადიატორების
დახრით მიაღწიეს. ამგვარად, ჰაერის ნაკადისთვის დამატებითი ადგილი გამოთავისუფლდება,
რაც უკანა ნაწილში უფრო მოწესრიგებული ჭავლის მიმართვის საშუალებას იძლევა.
ამასთან, უფრო ეფექტურად იმუშავებს კოანდას ტიპის შესრულებული გამოსაბოლქვები,
რომლებიც „რედ ბულის“ შარშანდელი მანქანის სტილში შესრულდა.
მანქანის ცხვირი ისევ
ძალიან მაღლაა აწეული, რაც ძირისკენ ჰაერის მდგრად ნაკადს გააგზავნის და ესეც
აეროდინამიკას გააუმჯობესებს. ესპანური გამოცემის კორესპონდენტი მარკო კანსეკო
წერს, რომ პრეზენტაციაზე, „ფერარი“ ახალი მანქანის წინა და უკანა ანტიფრთებს
დამალავს. უფრო სწორედ, ისეთებს დააყენებს, რომლებზეც სიახლეები არაა
გამოყენებული. სავარაუდოდ, ახალ ფრთებს მხოლოდ ბოლო ტესტებზე დააყენებენ.
No comments:
Post a Comment