დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, July 21, 2014

„ფორდი“ ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაშიც აქტიურდება

Ford to Launch 25 New and Refreshed Vehicles in Middle East and Africa by 2016
21 ივლისი
„ფორდი“ ისეთ ბაზრებზეც იწყებს ექსპანსიას, სადაც აქამდე ადრე დიდი აქტიურობით არ გამოირჩეოდა და ეს მის გლობალურ დევიზს - „Go Further” (წინსვლა) შეესაბამება. ექსპანსიის ფარგლებში, ამერიკული კომპანია აღნიშნულ რეგიონებში 25 ახალ და განახლებულ ავტომობილს შეიტანს. ახალ ავტომობილებს შორის, პატარა, საშუალო და დიდი ზომის ავტომობილები იქნება. ცისფერი ოვალი მთავარ „იარაღად“ აქაც „ფოკუსს“ და „ფიუჟნს“ გამოიყენებს. და რა თქმა უნდა, აზიელებს და აფრიკელებს ახალი „მუსტანგის“ შეძენის საშუალებაც მიეცემათ.

შუმახერი შესაძლოა მალე სახლში დაბრუნდეს

Schu might return home this summer – report
21 ივლისი
შვეიცარიულ გაზეთი „ზონტაგსბლიკი“ იტყობინება, რომ მიხაელ შუმახერი შესაძლოა მალე სახლში დაბრუნდეს და სარეაბილიტაციო კურსი იქ გააგრძელოს. როგორც ცნობილია, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა თითქმის ექვსი თვე გაატარა კომაში, საიდან გამოსვლის შემდეგაც ის გრენობლის (საფრანგეთი) ჰოსპიტალის ინტენსიური თერაპიის სექციიდან, ლოზანას (შვეიცარია) სარეაბილიტაციო კლინიკაში გადაიყვანეს.

Sunday, July 20, 2014

გერმანელმა გერმანიაში გერმანულით...

Motor racing-Rosberg wins in Germany for Mercedes
20 ივლისი
ნიკო როსბერგმა - გერმანელმა მრბოლმა რომ გერმანული ბოლიდით გერმანიის დიდი პრიზი მოიგო, ეს ფ1-ში გამორჩეული მოვლენაა, რადგან მსგავსი რამ 1939 წლის გერმანულ დიდ პრიზზე რუდლფ კარაჩოლას გამარჯვების შემდეგ არ მომხდარა. მაშინაც ფინიშის ხაზი პირველმა სამქიმიანი ემბლემით დამშვენებულმა ბოლიდმა გადაკვეთა. ამასთან, როსბერგმა პირველად მოიგო საშინაო რბოლა და თანაგუნდელ ლუის ჰამილტონთან უპირატესობა 14 ქულამდე გაზარდა.

„მერსედეს S65 AMG“ - ახალი კუპე შეიხებისთვის

Mercedes Reveals All-New S65 AMG V12 Coupe - Sheiks Rejoice
20 ივლისი
„მერსედესის“ ავტომობილები, რომელთა სახელშიც 65 AMG ურევია, ძირითადად ახლო აღმოსავლეთის ბაზრისთვისაა განკუთვნილი, სადაც მდიდრულ ავტომობილებს მეტი მუშტარი ჰყავს. მათ პრაქტიკულად ისეთივე მახასიათებლები აქვთ, როგორიც 63 AMG ვერსიებს (ოდნავ უარესიც კი), ოღონდ უფრო მდიდრულად არიან გაწყობილები.

Saturday, July 19, 2014

„სმარტმა“ ახალი „ფორთუ“ და „ფორფორ“ გაგვაცნო

Smart's All-New 2015 ForTwo and ForFour Officially Revealed
19 ივლისი
„სმარტი ორისთვის“ და „სმარტი ოთხისთვის“, რომლებიც „რენოსთან“ პარტნიორობითაა შექმნილი, „დაიმლერმა“ ოფიციალურად წარმოგვიდგინა. ამათგან „ფორთუ“ მესამე თაობისაა, „ფორფორი“ კი - მეორე თაობის. ოთხადგილიანი „სმარტი“ ის ავტომობილია, რომლის დახმარებითაც, ეს მარკა გლობალური ავტომობილი უნდა გახდეს.

„დისქავერი სპორტი“ თავიდან „ფრილენდერის“ დიზელით გამოვა

Land Rover Discovery Sport to launch with Freelander diesel
19 ივლისი
„ლენდ როვერის“ უახლესი ავტომობილი, „დისქავერი სპორტი“ ბაზარზე 2015 წელს გამოვა და თავიდან მისი ძრავების გამაში მხოლოდ ერთი აგრეგატი შევა. ეს იქნება „ფრილენდერის“ 2.2-ლიტრიანი დიზელის ძრავი. თუმცა შემდგომში გამას სერია „ინჯენიუმის“ ძალიან ეფექტური ძრავები შეავსებს, რომელთა შემუშავებაც „იაგუარ ლენდ როვერს“ პრაქტიკულად დასრულებული აქვს.

როსბერგი ჰოკენჰაიმის პოულზეა

Motor racing-Rosberg on pole as Hamilton crashes out
19 ივლისი
ნიკო როსბერგი ისევ პოულზეა, ამ სეზონში მეხუთედ, ბოლო ხუთ რბოლაში მეოთხედ, კარიერაში კი მეცხრედ. თუმცა, ნაკლებად ნასიამოვნებია, რადგან ეს პოული ფაქტობრივად ბრძოლის გარეშე მოიპოვა. ტრასაზე მისი ერთადერთი მეტოქე ლუის ჰამილტონია, მაგრამ ბრიტანელმა კვალიფიკაციის პირველი სექტორის დასრულებაც კი ვერ მოახერხა. გაიარა, მაგრამ ვერ დაასრულა, ამის მიზეზი კი გამტყდარი სამუხრუჭე დისკო გახდა.

Friday, July 18, 2014

გაიცანით ახალი „ფორდ მუსტანგის“ ძრავები

2015 Ford Mustang Specifications: 300hp V6, 310hp EcoBoost, 435hp GT
18 ივლისი
„ფორდმა“ ახალი, მეექვსე თაობის „მუსტანგის“ პირველი ჩვენება ჯერ კიდევ დეკემბერში ჩაატარა და მას შემდეგ, თანდათან გვიმხელს ამ ავტომობილის თვისებებსა და მახასიათებლებს. ამჯერად კი ძრავების ჯერი დადგა, რომელთა შესახებაც ისედაც გარკვეული ინფორმაცია არსებობდა, თუმცა ამჯერად ყველაფერი დაზუსტებული და საბოლოოა.

ორივე პრაქტიკაზე უსწრაფესი ჰამილტონია

UPDATE 1-Motor racing-Hamilton on top in German GP practice
18 ივლისი
წინ ისევ ორი „მერსედესია“, ოღონდ ამჯერად საუკეთესო დრო ლუის ჰამილტონს აქვს, რომელმაც ნიკო როსბერგს სულ რაღაც, 0.024 წამით აჯობა. ამჯერად მდვრებს შორის პირველი დანიელ რიკარდოა, სულ კი ლიდერიდან ერთწამიან დისტანციაზე რვა პილოტია. ერთი მხრივ, ეს იმედს იძლევა, რომ საკიდარ FRIC-ის გარეშე, მანქანების შესაძლებლობები შედარებით გათანაბრდა, თუმცა ეს ხომ ჯერ პრაქტიკებია და რეალობა კვალიფიკაციაში გამოიკვეთება.

როსბერგმა გერმანიის ეტაპი საუკეთესო დროით დაიწყო

Motor racing-Rosberg leads Mercedes one-two in practice
18 ივლისი
ახლახანს ნიკო როსბერგმა „მერსედესთან“ კონტრაქტი რამდენიმე წლით გააგრძელა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, მომდევნო სამ სეზონში 55 მილიონ ევროს მიიღებს. მან ახლახანს დაბადების დღე აღნიშნა, შემდეგ გერმანიის საფეხბურთო ნაკრებმა მსოფიო თასზე ტრიუმფით გაახარა, რასაც 29 პილოტის დაოჯახება მოჰყვა. და ახლა მისი ჯერია - გერმანიის დიდ პრიზზე გამარჯვება სწყურია და ამ წყურვილის დაოკება პარასკევის პირველივე მოთელვაზე, საუკეთესო დროის ჩვენებით დაიწყო.

Thursday, July 17, 2014

„ფოლკსვაგენი“ „ბიტლ დიუნს“ 2016 წელს გამოუშვებს

Production VW Beetle Dune Coming in 2016; Unfortunately FWD Only
17 ივლისი
ბრიტანულ გამოცემა „ქარ მეგზინის“ ინფორმაციით, რომელიც „ბიტლის“ მარკეტინგის შეფ მათიას ზაუნერისგან მიიღო, „ფოლკსვაგენის“ მმართველმა საბჭომ, კონცეპტუალურ მოდელ „ბიტლ დიუნის“ წარმოების გადაწყვეტილება მიიღო. ახალი ავტომობილის წარმოების დაწყება 2016 წელს არის დაგეგმილი. „ბიტლ დიუნი“ როგორც ჰეჩბეკის, ასევე კაბრიოლეტის ძარებით დამზადდება. ყოველი მათგანის კლირენსი 50 მილიმეტრით გაიზრდება, კვალი კი 26 მილიმეტრით გაგანიერდება.

„ფორდი“ ევროპაში აქცენტს SUV-ებზე აკეთებს

Ford Might Assemble EcoSport in Romania for European Market
17 ივლისი
უგზოობის ახალ მოდელ „ეჯის“ (ფოტოზე) პრეზენტაციაზე, რომლის გაყიდვებიც ევროპაში 2015 წელს დაიწყება, „ფორდმა“ გამოაცხადა, რომ ძველი კონტინენტის ბაზარზე, უგზოობის ავტომობილების პოპულარობა სტაბილურად იზრდება, რის გამოც, ის მეტწილად სწორედ ამ ტიპის ავტომობილების ხარჯზე აპირებს იქ გაყიდვების გაზრდას.

კორინა შუმახერი: ყველაზე რთული გზა გავლილია

Schumacher's wife says 'most difficult time' now over
17 ივლისი
მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონ მიხაელ შუმახერის მეუღლე კორინა ამბობს, რომ მიხაელის მკურნალობის პროცესში ყველაზე მძიმე პერიოდი უკან დარჩა. მან ეს ინფორმაცია გერმანიის დიდი პრიზის პროგრამით შეატყობინა მათ, ვინც რბოლას დაესწრება. წერილში კორინა ამბობს, რომ ოჯახი აღფრთოვანებულია „ფერარის“ და „მერსედესის“ ფანების მხარდაჭერით მთელი იმ დროის განმავლობაში, რაც მიხაელს უმძიმესი ინციდენტის შემდეგ, სიცოცხლისთვის ბრძოლა უწევს.

Wednesday, July 16, 2014

„რეინჯ როვერი“ და „რეინჯ როვერ სპორტი“ განახლდა

Big Range Rover and Range Rover Sport Updated for 2015MY
16 ივლისი
„ლენდ როვერმა“ თავისი ორი პოპულარული ლუქს კლასის უგზოობის ავტომობილი - „რეინჯ როვერი“ და „რეინჯ როვერ სპორტი“ განაახლა. ამიერიდან, მყიდველებს ინდივიდუალიზაციის მეტი საშუალება ექნებათ, რაც სალონის ფერთა გამის და მასალების არჩევანის გაფართოებაში გამოიხატება. ახალია ბორბლები (19, 21 და 22-დუიმიანი), SDV8 დიზელის ძრავი კი 40 ნიუტონმეტრით მეტ მაბრუნ მომენტს გამოიმუშავებს.

„მაზდა“ ახალ MX-5-ს სექტემბერში გაგვაცნობს

September reveal for all-new Mazda MX-5
16 ივლისი
„მაზდამ“ გამოაცხადა, რომ სრულიად ახალ, მეოთხე თაობის როდსტერ MX-5-ს სექტემბერში გაგვაცნობს. პირველი ჩვენება ერთდროულად მსოფლიოს სამ ქალაქში ჩატარდება. ერთი უკვე ცნობილია - ბარსელონა (ესპანეთი). დანარჩენი ორი წარდგენა კი იაპონიასა და და აშშ-ში გაიმართება. მოგვიანებით, ახალი ორადგილიანი პატარა როდსტერი ფართო საზოგადოების წინაშე, პარიზის მოტორ შოუზე წარსდგება.