Ford to Launch 25 New and Refreshed Vehicles in
Middle East and Africa by 2016
21 ივლისი
„ფორდი“ ისეთ ბაზრებზეც იწყებს ექსპანსიას, სადაც აქამდე
ადრე დიდი აქტიურობით არ გამოირჩეოდა და ეს მის გლობალურ დევიზს - „Go Further” (წინსვლა)
შეესაბამება. ექსპანსიის ფარგლებში, ამერიკული კომპანია აღნიშნულ რეგიონებში 25 ახალ
და განახლებულ ავტომობილს შეიტანს. ახალ ავტომობილებს შორის, პატარა, საშუალო და დიდი
ზომის ავტომობილები იქნება. ცისფერი ოვალი მთავარ „იარაღად“ აქაც „ფოკუსს“ და „ფიუჟნს“
გამოიყენებს. და რა თქმა უნდა, აზიელებს და აფრიკელებს ახალი „მუსტანგის“ შეძენის
საშუალებაც მიეცემათ.
აფრიკაში ძირითად ბაზარი იქნება სამხრეთ აფრიკის
რესპუბლიკა და საჰარის სამხრეთით არსებული ქვეყნები. ახლოს აღმოსავლეთში კი -
ისრაელი და არაბული ქვეყნები. ამასთან დაკავშირებით, ამერიკულმა კომპანიამ იოჰანესბურგში
(სამხ. აფრიკა) სპეციალური ღონისძიება - „გოუ ფართერ“ ჩაატარა, რომელსაც ათასამდე
სტუმარი, მათ შორის დილერები, მიმწოდებლები, სახელმწიფოს ოფიციალური პირები და რა
თქმა უნდა, მედია დაესწრო.
„ახლო აღმოსავლეთი და აფრიკა საუდის არაბეთიდან სამხრეთ
აფრიკამდე და ნიგერიიდან კენიამდეა გადაჭიმული და ამიტომ, მომხმარებელთა გემოვნება
განსხვავებულია. მაგრამ ჩვენი გეგმა - „ვან ფორდ“, იმის საშუალებას გვაძლევს, რომ
მომხმარებელს ის პროდუქცია შევთავაზოთ, რაც მას სურს“, - პრეზენტაციაზე განაცხადა „ფორდ
მიდლ ისტ ენდ აფრიკას“ პრეზიდენტმა ჯიმ ბენინტენდემ
ახლო აღმოსავლეთში სედან „ფიუჟნის“ გაყიდვები წელსვე
დაიწყება, აფრიკაში კი მომავალი წლიდან შევა. რაც შეეხება განახლებულ „ფოკუსს“, ის
ორივე რეგიონში მომავალი წლიდან გაიყიდება. გარდა ამისა, ამავე ბაზრებზე ცისფერი
ოვალი კონცეპტ „ფიგოს“ სერიულ ვერსიასაც შეიტანს. ამერიკული კომპანია იმედოვნებს,
რომ დეკადის ბოლოს, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის საავტომობილო ბაზარზე მისი
გაყიდვები 40 პროცენტით გაიზრდება და 5.5 მილიონს მიაღწევს.
No comments:
Post a Comment