24 ოქტომბერი
რუსთავის საერთაშორისო მოტორპარკი, წრიულ რბოლებში საქართველოს
2015 წლის ჩემპიონატის ბოლო, მე-7 ეტაპს მასპინძლობს, რომელშიც ჩემპიონატის მუდმივ
მონაწილეთა გარდა, ლეჯენდსის კლასში რუსი პილოტებიც მონაწილეობენ. დღეს მე-7
ეტაპის პირველი რბოლები ოთხ კლასში გაიმართა. ერთეტაპიანი პაუზის შემდეგ, ტრეკს
დაუბრუნდა ტურინგ ლაითის კლასი, რომლის ბოლო რბოლაც, „მეებვე“ კომპაქტთან ერთად
გაიმართება.











