დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, November 10, 2014

სტუდენტების ელექტრომობილის აჩქარების რეკორდი

Student-Built EV Breaks Acceleration Record: 0-100 KM/H in 1.7 Seconds
10 ნოემბერი
ფორმულა სტუდენტი არის მსოფლიოს სტუდენტ ინჟინერთა მასობრივი მოძრაობა, რომელიც მომავალ ინჟინრებს თავიანთი მომავალი პროფესიის ჩვევების გამომუშავებასა და საკუთარი ჩანაფიქრის განხორციელებაში ეხმარება. ეს არის კომპლექსური კონკურსი, რომელიც სტუდენტებს სრულყოფილ ინჟინრებად აყალიბებს, მის პოპულარობაზე კი ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ჟიურიში ხშირად იწვევენ ფორმულა ერთის გამორჩეული ინჟინრებს. და სტუდნტებიც ხშირად საოცარ ავტომობილებს ამზადებენ, რომლებითაც რეკორდებსაც კი ამყარებენ.

FIA-მ 2015 წლის სეზონის განაცხადები გამოაქვეყნა

FIA publish provisional 2015 F1 entry list featuring 11 two-car teams
10 ნოემბერი
საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ (FIA) გამოაქვეყნა მომავალი სეზონისთვის გუნდების განაცხადების წინასწარი სია, რომელშიც 11 ორმანქანიანი გუნდია შესული, მათ შორის „კატერჰემი“ და „მენორი“. ეს ბოლო ვერ იცანით? - ის სახელშეცვლილი „მარუსიაა“, რომელიც თავიდან „ვირჯინი“ იყო, უფრო ადრე კი სწორედ „მენორი“.

უგზოობის კრუიზ კონტროლი განახლებული „რეინჯ როვერისთვის“

Offroad cruise control available on Range Rover and Range Rover Sport
10 ნოემბერი
„ლენდ როვერმა“ „რეინჯ როვერი“ და „რეინჯ როვერ სპორტი“ განაახლა და ამიერიდან, მყიდველს უფრო ეფექტურსა და ეკონომიურ ძრავებს, პროექცირებად ეკრანს და კრუიზ კონტროლს შესთავაზებს, რომელიც მუდმივ სიჩქარეს უგზოობის პირობებში მოძრაობის დროსაც ინარჩუნებს. ბრიტანული კომპანია პირველი კომპანიაა, რომელიც ასეთ სისტემას გამოიყენებს.

Sunday, November 9, 2014

როსბერგმა გამარჯვების გემო გაიხსენა

Motor racing-Rosberg wins Brazilian Grand Prix
9 ნოემბერი
ნიკო როსბერგმა ბრაზილიის დიდი პრიზი მოიგო და ლუის ჰამილტონის გამარჯვებათა სერია შეწყვიტა. სან პაულუში რბოლის შემდეგ, მათ ისევ 17 ქულა აშორებს. რბოლის ფინიშთან, რომლის დროსაც, მათ გარდა პელოტონს სათავეში ნიკო ჰულკენბერგიც ედგა, „მერსედესის“ თანაგუნდელებს შორის სხვაობა სულ რაღაც. 1.4 წამი იყო. ამგვარად, გერმანული გუნდის პილოტებმა ამ სეზონში უკვე 11 დუბლი შეასრულეს და ამით, ფ1-ის რეკორდი დაამყარეს.

„ფორდს“ ევროპაში ახალი შეფი ჰყავს

Ford appoints new boss for Europe, Middle East and Africa
9 ნოემბერი
ამიერიდან, „ფორდის“ ევროპულ, ახლოაღმოსავლურ და აფრიკულ საქმეებს ჯიმ ფარლი (ფოტოზე) გაუძღვება. ამ პოსტზე ის სტივენ ოდელს შეცვლის, ვინც თავის მხრივ, „ფორდის“ გლობალური გაყიდვების და მარკეტინგის შეფის თანამდებობას, დაიკავებს, რომელზეც აქამდე სწორედ ფარლი მუშაობდა. გარდა ამისა, ფარლი პრემიუმ ბრენდ „ლინკოლნსაც“ ედგა სათავეში, თუმცა ახლახანს ამ პოსტზე ის კუმარ გალჰოტრამ შეცვალა.

Saturday, November 8, 2014

როსბერგი ისევ უფრო სწრაფია, მაგრამ...

Motor racing-Rosberg beats Hamilton to pole in Brazil
8 ნოემბერი
...მაგრამ, პოულისთვის ქულებს არ იძლევიან! სამქიმიანი თანგუნდლები მხოლოდ 0.033 წამმა დააშორა, რაც პრაქტიკულად არაფერია. უფრო საინტერესო ისაა, რომ პოულის დროს მხოლოდ 0.224 წამით ჩამორჩა მესამე ადგილზე გასული ფელიპე მასა, ბრაზილიელის თანაგუნდელი ვალტერი ბოტასი კი - 0.282 წამით. ეს კი ის დროა, რომელიც „მერსედესის“ თანაგუნდელებსაც კი აშორებდა ხოლმე.

Friday, November 7, 2014

როსბერგმა საუკეთესო დროებით დაიწყო

Motor racing-Rosberg on top in Brazil practice
7 ნოემბერი
ამჯერად უსწრაფესი ნიკო როსბერგია. ჯერ მხოლოდ პრაქტიკებზე, თუმცა ცხრილის სათავეში ყოფნა დიდი სტიმულია. თანც ნიკო ამბობს, რომ ბრძოლას ბოლომდე აპირებს და ეს რომ მას შეუძლია, არაერთხელ დავურწმუნებივართ. სხვა თუ არაფერი, ის ხომ გერმანელია. თუმცა, ბოლომდე ბრძოლა ჰამილტონისთვისაც არაა უცხო - მან თავისი ჯერჯერობით ერთადერთი ტიტული ხომ 2008 წლის სეზონის ბოლო რბოლის (ბრაზილია) ბოლო მოსახვევში მოიპოვა...

Thursday, November 6, 2014

„რადიკალის“ ახალი ფლაგმანი

Radical reveals new flagship sports car
6 ნოემბერი
ბრიტანულმა კომპანია „რადიკალმა“ გამოაცხადა, რომ მომავალი წლიდან დაიწყებს ახალი ფლაგმანი სპორტული ავტომობილის, SR8 RSX-ის წარმოებას. გარდა ამისა, მოდელ SR3-ის უფრო ტემპერამენტიან ვერსიასაც გამოუშვებს. ახალი ფლაგმანი ბაზარზე მომავალი წლის პირველ კვარტალში გამოვა და მისი ფასი 131 940 გირვანქა სტერლინგი იქნება.

უბერებელი „სუზუკი ჯიმნის“ მორიგი განახლება

2015 Suzuki Jimny Soldiers On For Another Year with Updates
6 ნოემბერი
როგორც წესი, ავტომობილის სასიცოცხლო ციკლის ხანგრძლივობად 4-6 წელია მიჩნეული. მაგრამ იშვიათი გამონაკლისებიც არსებობს, რომლებიც ბაზარზე გაცილებით მეტხანს რჩებიან. ასეთებს შორისაა უგზოობის პატარა ავტომობილი „სუზუკი ჯიმნი“, რომელიც უკვე 16 წელია, რაც უცვლელად დგას კონვეიერზე. და როგორც ჩანს, კიდევ დიდხანს იდგება. ყოველ შემთხვევაში, იაპონურმა კომპანიამ მას მორიგი განახლება ჩაუტარა.

ახალი „ფორდ მუსტანგის“ ვერსია „მეფე კობრა“

SEMA 2014 - 616bhp Ford Mustang King Cobra
6 ნოემბერი
„მუსტანგ GT“ ისედაც ის ავტომობილია, რომელიც ამ ავტომობილის ფანებს ძილს დაუფრთხობს, ოცნებას დააწყებინებს, მაგრამ „ფორდმა“ ახლახანს ამ ავტომობილის კიდევ უფრო მიმზიდველი და ექსკლუზიური ვერსია შეიმუშავა, მეტსახელად „კინგ კობრა“ (მეფე კობრა), რომლის ძარაც კი „გველის ტყავშია“ გამოწყობილი. რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ არ უნდა გავიგოთ, მაგრამ თუ ფოტოს დააკვირდებით, ადვილად შენიშნავთ, რომ მისი ძარა, სწორედ გველის ტყავის სტილშია გაფორმებული.

„მაკლარენმა“ ალონსოს ვადა მისცა

McLaren gives Alonso deadline for 2015 decision
6 ნოემბერი
„მაკლარენმა“ პირდაპირ მიანიშნა ფერნანდო ალონსოს, რომ ბევრს ვეღარ მოიცდს და რომ გადაწყვეტილება ბრაზილიისა და აბუ დაბის ეტაპებს შორის უნდა მიიღოს. როგორც იტალიური გამოცემა „ტუტოსპორტი“ იუწყება, ალონსო „მაკლარენთან“ ორწლიან კონტრაქტზე ყაბულსაა, თუმცა კონტრაქტზე ხელი ჯერაც არ მოუწერია. „ტუტოსპორტის“ ინფორმაციით, თუ კონტრაქტს ხელს მოაწერს, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი მომდევნო ორ სეზონში 70 მილიონ ევროს მიიღებს.

Tuesday, November 4, 2014

ფ1-ის პატარა გუნდებს 100 მილიონი სტერლინგით დაეხმარებიან

Smaller Formula 1 teams will be offered £100 million payment, according to reports
4 ნოემბერი
ბერნი ეკლსტოუნი და დონალდ მაკკენზი
ფორმულა ერთის აქციების საკონტროლო პაკეტის მფლობელი „CVC  კეპიტალ პარტნერზი“ თანახმაა, პატარა გუნდების სასარგებლოდ 100 მილიონი გირვანქა სტერლინგი გამოჰყოს. ამის მიზანი, ამ გუნდების გადარჩენა და მათი მხრიდან, სეზონის დარჩენილი ორი რბოლის ბოიკოტირების თავიდან არიდებაა. „ლოტუსი“, „ფორს ინდია“ და „ზაუბერი“ ჯერ კიდევ ოსტინში იმუქრებოდნენ ბოიკოტით და სწორედ ამ რადიკალიზმს მოჰყვა შემხვედრი ნაბიჯები.

„ლენდ როვერი“ „დისქავერი სპორტს“ ბრაზილიაშიც გამოუშვებს

Land Rover To Build Discovery Sport In Brazil
4 ნოემბერი
ერთი კვირა არ იყო გასული მას შემდეგ, რაც „იაგუარ ლენდ როვერმა“ ჩინეთში პირველი ავტომობილის, უგზოობის „რეინჯ როვერ ევოუკის“ წარმოება დაიწყო და ბრიტანულმა კომპანიამ კიდევ ერთ სიახლე გვამცნო. მისი მორიგი ქარხანა, რომელიც ალბიონის მიღმა დაიწყებს ავტომობილების წარმოებას, ბრაზილიაში აშენდება. ოღონდ, პირველად ის უახლეს „ლენდ როვერ დისქავერი სპორტს“ გამოუშვებს. ეს ინფორმაცია „იაგუარ ლენდ როვერმა“ სან პაულუს ავტო შოუზე გამოაქვეყნა.

კიდევ ერთი „ლაფერარი“ მეორად ბაზარზე

Another Week, Another LaFerrari Goes Up For Sale
4 ნოემბერი
„ფერარის“ ერთ-ერთი ამოცანა, როცა თავის ფლაგმან ავტომობილებს (ენცო, ლაფერარი) უშვებს, ამ შედევრების გადამყიდველის ხელში არმოხვედრაა. ამის უზრუნველსაყოფად, იტალიური კომპანია ამ ავტომობილების მყიდველებს მათ შორის არჩევს, ვისაც მისგან მინიმუმ ხუთი ავტომობილი მაინც აქვს შეძენილი. ანუ, ერთგულ მყიდველთა წრეში. მაგრამ ამის მიუხედავად, ნულოვანი გარბენის მქონე „ლაფერარი“ სულ უფრო ხშირად ჩნდება ხოლმე მეორად ბაზარზე.

„მერსედესი“ ძრავების მოდიფიკაციას თანხმდება

Mercedes close to agreeing engine 'unfreeze'
4 ნოემბერი
არაა გამორიცხული, რომ ძრავების „გაყინვის“ წესის შერბილებას „მერსედესიც“ დათანხმდეს. ყოველ შემთხვევაში, იტალიური პრესა ირწმუნება, რომ ამერიკის დიდი პრიზის დღეებში, „რენოს“, „ფერარის“ და „რედ ბულის“ ხელმძღვანელობამ, „მერსედესთან“ გარკვეულ შეთანხმებას მიაღწია, რომლის შესაბამისადაც, ძრავების ჰომოლოგაციის წესები შერბილდება.