Student-Built EV Breaks Acceleration Record:
0-100 KM/H in 1.7 Seconds
10 ნოემბერი
ფორმულა სტუდენტი არის მსოფლიოს სტუდენტ ინჟინერთა
მასობრივი მოძრაობა, რომელიც მომავალ ინჟინრებს თავიანთი მომავალი პროფესიის
ჩვევების გამომუშავებასა და საკუთარი ჩანაფიქრის განხორციელებაში ეხმარება. ეს
არის კომპლექსური კონკურსი, რომელიც სტუდენტებს სრულყოფილ ინჟინრებად აყალიბებს,
მის პოპულარობაზე კი ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ჟიურიში ხშირად იწვევენ ფორმულა
ერთის გამორჩეული ინჟინრებს. და სტუდნტებიც ხშირად საოცარ ავტომობილებს ამზადებენ,
რომლებითაც რეკორდებსაც კი ამყარებენ.
ციურიხის და ლუცერნის გამოყენებითი მეცნიერებისა და
ხელოვნების უნივერსიტეტების 30 სტუდენტის მიერ შემდგარმა გუნდმა, ერთადგილიანი,
ფორმულას ტიპის სარბოლო ელექტრომობილი შეიმუშავა, რომელმაც კონკურსის
მსვლელობისას, ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფის რეკორდი დაამყარა. რა თქმა
უნდა, ელექტრომობილებისთვის.
შვეიცარიელ სტუდენტთა ელექტრომობილმა, ადგილიდან 100
კმ/სთ სიჩქარემდე აჩქარებაში, უშუალო პაექრობაში აჯობა დელფტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის
(ჰოლანდია) სტუდენტთა ელექტრომობილს. ჯერ ერთი, შვეიცარიულმა ავტომობილმა 100 კმ/სთ
სიჩქარის აკრეფა 30 მეტრის გავლამდე მოასწრო. მეორეც, ამ აჩქარებას მხოლოდ 1.785
წამი მოანდომა. ჰოლანდიელთა აჩქარების დრო კი „მხოლოდ“ 2.134 წამი იყო.
შვეიცარიელმა სტუდენტებმა საკუთარ ავტომობილს „გრიმსელი“
შეარქვეს. ეს ავტომობილი მონოკოკურ მსუბუქ მზიდ კონსტრუქციაზეა აწყობილი და აღჭურვილია
ოთხი პატარა ძრავით, რომლებიც ბორბლებშია განლაგებული. მათი ჯამური სიმძლავრე 200 ცხენის
ძალას აღწევს. უფრო მეტიც, მათ მიერ გამომუშავებული მაბრუნი მომენტი, რომელიც
პირველივე ბრუნიდანაა ხელმისაწვდომი, 1 630 ნიუტონმეტრია.
ასეთი ძალის მქონე ავტომობილი სისტემა ტრექშნ
კონტროლითაა აღჭურვილი, რომელიც ყოველი ძრავის მუშაობას აკონტროლებს. სხვა
შემთხვევაში, ავტომობილი, რომელიც მხოლოდ 168 კილოგრამს იწონის (მისი ძარის
ელემენტები კარბონის კომპოზიტის ნაწარმია), ბორბლებს ადგილზევე დაწვავდა. მოკლედ,
ტრექშნ კონტროლის წყალობით, შეგიძლიათ აქსელერატორის სატერფულს ბოლომდე დააჭიროთ
ფეხი და შემდეგი რამდენიმე წამი გარანტირებულად სავარძელზე გაკული იქნებით.
ცნობისათვის, არ არსებობს მსოფლიოში სერიული
ავტომობილი, შიდაწვის ძრავით, თუ ელექტრო ძრავით, რომელსაც მსგავსი აჩქარება
აქვს...
No comments:
Post a Comment