FIA publish provisional 2015 F1 entry list
featuring 11 two-car teams
10 ნოემბერი
საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ (FIA)
გამოაქვეყნა მომავალი სეზონისთვის გუნდების განაცხადების წინასწარი სია, რომელშიც
11 ორმანქანიანი გუნდია შესული, მათ შორის „კატერჰემი“ და „მენორი“. ეს ბოლო ვერ
იცანით? - ის სახელშეცვლილი „მარუსიაა“, რომელიც თავიდან „ვირჯინი“ იყო, უფრო ადრე
კი სწორედ „მენორი“.
მართალია, „კატერჰემს“ და „მარუსიას“ ფინანსური
პრობლემები აქვთ, რუსულმა გუნდმა კი ახლახანს გაკოტრების საქმე წამოიწყო, მაგრამ მათი
წინასწარი განაცხადები მაინც შეტანილია სიაში, რომელიც შესაძლოა შეიცვალოს. სხვათა
შორის, „კატერჰემს“ საქმე უკეთესად აქვს - ბრიტანულმა გუნდმა უკვე შეაგროვა აბუ
დაბიში ასპარეზობისთვის საჭირო თანხა. თუმცა მომავალ სეზონზე მისი პერსპექტივა ჯერჯერობით
გაურკვეველია.
სხვათა შორის, „მენორის“ ახალგაზრდულ გუნდში,
რომელიც ფორმულა „რენოში“ ასპარეზობდა, თავის დროზე ლუის ჰამილტონი და კიმი რაიკონენი
ასპარეზობდნენ. როგორც „სკაი სპორტს ფ1-მა“ შეიტყო, „მენორმაც“ შეძლო აბუ დაბიში ჰამოსვლისთვის
საჭირო თანხის შოვნა. თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული არ არის.
„კატერჰემის“ ადმინისტრატორი ფინბარ ო’კონელი იმედოვნებს,
რომ აბუ დაბიში ის გუნდის ახალი მფლობელის ვინაობას გვამცნობს. მისი თქმით,
გუნდთან თანმშრომლობის არაერთ მსურველ კომპანიასთან აწარმოებს მოლაპარაკებას და ჯერჯერობით
ყველაფერი კარგადაა.
2015 წლის სეზონის განაცხადები
კომპანია: რედ ბულ რეისინგ ლიმიტედ (ავსტრია); გუნდის
სახელი: ინფინიტი რედ ბულ რეისინგ;
კომპანია: მერსედეს-ბენც გრან პრი ლიმიტედ
(გერმანია); გუნდის სახელი: მერსედეს AMG პეტრონას ფორმულა ვან ტიმ;
კომპანია: ფერარი SpA (იტალია); გუნდის სახელი: სკუდერია
ფერარი;
კომპანია: ლოტუს F1 ტიმ ლიმიტედ (ბრიტანეთი); გუნდის
სახელი: ლოტუს F1 ტიმ;
კომპანია: მაკლარენ რეისინგ ლიმიტედ (ბრიტანეთი); გუნდის
სახელი: მაკლარენ ჰონდა;
კომპანია: ფორს ინდია ფორმულა 1 ტიმ ლიმიტედ (ინდოეთი);
გუნდის სახელი: საჰარა ფორს ინდია F1 ტიმ;
კომპანია: ზაუბერ მოტორშპორტ AG (შვეიცარია); გუნდის
სახელი: ზაუბერ F1 ტიმ;
კომპანია: სკუდერია ტორო როსო SPA (იტალია); გუნდის
სახელი: სკუდერია ტორო როსო;
კომპანია: უილიამს გრან პრი ენჯინიარინგ ლიმიტედ (ბრიტანეთი);
გუნდის სახელი: უილიამს მარტინი ლიმიტედ;
კომპანია: მენორ გრან პრი რეისინგ ლიმიტედ (ბრიტანეთი)*;
გუნდის სახელი: მენორ F1 ტიმ;
კომპანია: 1მალაიზია რეისინგ ტიმ SDN BHD (მალაიზია);
გუნდის სახელი: CF1 კატერჰემ F1 ტიმ.
No comments:
Post a Comment