Offroad cruise control available on Range Rover
and Range Rover Sport
10 ნოემბერი
„ლენდ როვერმა“ „რეინჯ როვერი“ და „რეინჯ როვერ
სპორტი“ განაახლა და ამიერიდან, მყიდველს უფრო ეფექტურსა და ეკონომიურ ძრავებს,
პროექცირებად ეკრანს და კრუიზ კონტროლს შესთავაზებს, რომელიც მუდმივ სიჩქარეს უგზოობის
პირობებში მოძრაობის დროსაც ინარჩუნებს. ბრიტანული კომპანია პირველი კომპანიაა,
რომელიც ასეთ სისტემას გამოიყენებს.
განხლება შეეხო დიზელის 3.0-ლიტრიან TDV6 ტურბო ძრავს,
რომელიც ამიერიდან 8.5 პროცენტით ნაკლებ საწვავს (100 კილომეტრზე 6.9 ლიტრს)
მოიხმარს და ყოველ კილომეტრზე ატმოსფეროში მხოლოდ 182 გრამ ნახშირორჟანგს
გამოჰყოფს. ასევე გაუმჯობესდა მექანკური დამჭირხნთ აღჭურვილი 3.0-ლიტრიანი SDV6,
რომლის სიმძლავრეც 292-დან 306 ცხენის ძალამდე გაიზარდა. მისი ხარჯი 7 პროცენტით შემცირდა
(100 კმ-ზე 7.0 ლიტრი), გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობა კი 185 გრამია.
განახლების შემდეგ, ორივე ავტომობილისთვის მთავარი
სიახლე, ეგრეთ წოდებული უგზოობის კრუიზ კონტროლია (ოლ ტერეინ პროგრეს კონტროლ - ATPC),
რომელიც დაბალი სიჩქარით, ცუდ გზებზე გადაადგილებისას, მუდმივ სიჩქარეს ინარჩუნებს.
სისტემა მაშინაც კი მუშაობს, როცა ავტომობილი აღმართზე და დაღმართზე, ტალახიან, ან
მოყინულ გზებზე მოძრაობს. მისი სამუშაო დიაპაზონია 1.8-დან 30 კმ/სთ-მდე. სისტემა
არამხოლოდ მუდმივად ინარჩუნებს მითითებულ სიჩქარეს, არამედ ოპტიმალურ ჩაჭიდებას და
საჭიროების შემთხვევაში დამუხრუჭებასაც უზრუნველყოფს.
რაც
შეეხება საპროექციო დისპლეის, ის საქარე შუშაზე ნებისმიერი სასურველი ინფორმაციის
გამოტანას უზრუნველყოფს. ფაქტობრივად, ესაა მაჩვენებლების დაფა საქარე შუშაზე,
რომლის უპირატესობა ისაა, რომ მართვისას მზერის გზიდან მოწყვეტა საჭირო არაა.
ამავე დისპლეიზე ასევე შესაძლებელია სანავიგაციო რუქის გამოტანა, რომელიც სწორი
კურსის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.
No comments:
Post a Comment