დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, August 19, 2014

როგორი იქნება „ო რუჟი“ ახალი მანქანებით?

Eau Rouge may not be flat-out any more – Sutil
19 აგვისტო
ფორმულა ერთსა და ალბათ მთლიანად ავტოსპორტში, პილოტებს შორის ყველაზე პოპულარული მოსახვევი, სპა ფრანკორშანის „ო რუჟია“ (წითელი წყალი). მინრელურ წყაროსთან (წითელი ფერის, სახელიც მისგან მოდის) არსებულ ამ აღმართიან მოსახვევს პილოტები ყოველთვის მაქსიმალურად გახსნილი აქსელერატორით გადიან. მაგრამ როგორი იქნება ეს მოსახვევი ახალი მანქანებით, რომლებსაც მაქსიმალური სიჩქარე გაზრდილი აქვთ, მაგრამ აეროდინამიკა გაუარესებული?

Monday, August 18, 2014

„რეინჯ როვერ სპორტ SVR-ის“ დებიუტი პებლ ბიჩში

New 542bhp Range Rover Sport SVR revealed
18 აგვისტო
ის უკვე ოფიციალურად შეემატა „რეინჯ როვერის“ სახელოვან ოჯახს - „რეინჯ როვერ სპორტ SVR-ის“ პრემიერა პებლ ბიჩის ელეგანტურობის კონკურსზე შედგა. ის უკვე ოფიციალურად გახდა ბრიტანული კომპანიის ისტორიაში ყველაზე მძლავრი და სწრაფი ავტომობილი. და მისი შეძენა, „ლენდ როვერის“ დილერებთან უკვე ოქტომბრიდან იქნება შესაძლებელი.

მაქს ფერსტაპენი „ტორო როსოს“ პილოტი გახდა

Motor racing-Max Verstappen to become youngest ever F1 driver
18 აგვისტო
16 წლის ჰოლანდიელმა მრბოლმა, ფორმულა ერთის ყოფილ პილოტ იოს ფერსტაპენის შვილმა მაქსმა, კონტრაქტი გააფორმა „ტორო როსოსთან“, რომელშიც მომავალი სეზონიდან ფრანგ ჟან-ერიკ ვერნს შეცვლის. მომავალი სეზონის დასაწყისში, ის უკვე 17 წლის იქნება და ამგვარად, ფ1-ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პილოტი გახდება. საინტერესოა, რომ ჰოლანდიაში 17 წლის მძღოლებს, ავტომობილის ეულად მართვის უფლება არ აქვთ.

Sunday, August 17, 2014

„მერსედესმა“ პლაგ-ინ ჰიბრიდულ S 500-ზე შეკვეთების მიღება დაიწყო

New Mercedes-Benz S 500 Plug-in Hybrid Finally Available for Order
17 აგვისტო
„მერსედესმა“ თავის ისტორიაში პირველი სერიული პლაგ-ინ ჰიბრიდული ავტომობილი ფრანკფურტის 2013 წლის მოტორ შოუზე გვიჩვენა. მალე კი ასეთ ავტომობილებს მის სადილერო შოურუმებშიც ვიხილავთ. ეს არის პლაგ-ინ ჰიბრიდული S 500, რომელიც ფრანკფურტში წარდგენილი კონცეპტუალური ვერსიისგან მცირედით განსხვავდება. ამ ავტომობილის საბაზო ფასი გერმანიაში 108 944.50 ევრო იქნება.

მასას სურს, რომ „უილიამსმა“ „ფერარი“ დაამარცხოს

Massa wants Williams to beat old team Ferrari
17 აგვისტო
„ფერარიმ“ ფელიპე მასა გაუშვა და ბრაზილიელს სხვაგან ადგილის ძებნა დასჭირდა, ვარიანტებს შორის ერთ-ერთი „უილიამსი“ იყო, მაგრამ მასამ იქ გადასვლა მხოლოდ მას შემდეგ ისურვა, რაც უკეთესი ვარიანტი არ გამოჩნდა. მაშინ უკეთეს ვარიანტად „ლოტუსი“ იყო მიჩნეული, მაგრამ იქ პასტორ მალდონადო სწორედ „უილიამსიდან“ გადავიდა და თავისი პირადი სპონსორის, ვენესუელურ ნავთობკომპანია PDVSA-ს ათეულობით მილიონიც თან გაიყოლა.

Friday, August 15, 2014

„ფორდის“ ევროპული გაყიდვების მეხუთედი 1.0 ლ ეკობუსტიან ავტომობილებზეა

Ford 1L EcoBoost Seeing 20 Percent Take Rate in Europe
15 აგვისტო
მართალია, „ფორდის“ მიერ, სერია ეკობუსტის სამცილინდრიანი 1.0-ლიტრიანი ძრავების წარმოების დასაწყისში, ამ კომპაქტურ აგრეგატებს ბევრი ალმაცერად უყურებდა, მაგრამ შესანიშნავმა მახასიათებლებმა მათ ძალიან სწრაფად მოუპოვა პოპულარობა. და ამის წყალობით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, ამერიკული კომპანიის მიერ ევროპაში გაყიდული ავტომობილების დაახლოებით 20 პროცენტი (თითქმის 120 000 ავტომობილი), სწორედ ამ ძრავებითაა აღჭურვილი.

Thursday, August 14, 2014

„მაკლარენი“ პებლ ბიჩში სატრეკო „650S სპრინტით“ წარსდგება

McLaren to Debut Track-Exclusive 650S Sprint at Pebble Beach alongside P1 GTR
14 აგვისტო
„მაკლარენი“ პებლ ბიჩის ელეგანტურობის კონკურსზე თავის კუპე 650S-ის სატრეკო ვერსია „650S სპრინტს“ წარადგენს, რომელიც ახალი აქტიური აეროდინამიკური ელემენტების გარდა, სისტემა „ბრეიკ სტიერით“ აღიჭურვა, რომელიც მოსახვევში უკანა ბორბლებით დამუხრუჭებით, მოსახვევის უკეთ გავლის საშუალებას იძლევა. აღჭურვილობაში ასევე შევიდა „პროაქტივ შასი კონტროლი“, რომელიც დაკიდების აქტიური სისტემის ნაწილია.

„კაპარო T1 ევოლუშნ“ 700 ცხენის ძალით

Caparo developing new T1 track car with more than 700bhp
12 აგვისტო
ბრიტანული საინჟინრო კომპანია „კაპარო“ წარმოებისთვის თავის სუპერ ავტომობილ T1-ის ახალ ვერსიას, „T1 ევოლუშნს“ ამზადებს, რომლის მფლობელის განკარგულებაშიც, კომპანიის ინფორმაციით, 700 ცხენის ძალაზე მეტი იქნება. „კაპაროს“ ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, ახალი ავტომობილი, მისი წინამორბედის გენომს შეინარჩუნებს, თუმცა გარეგნულად განსხვავებული იქნება. ასევე შეიცვლება მისი შასი და დამხმარე სისტემები, როგორებიცაა ABS, ტრექშნ კონტროლი და სტაბილურობის კონტროლი.

„ფერარის“ პილოტებს ყველაზე მაღალი ხელფასები აქვთ

Who's earning what? Driver salaries revealed
14 აგვისტო
გამოცემა „ბიზნეს ბუკ GP-მ“ გამოაქვეყნა ფორმულა ერთის პილოტების წლვანდელი სეზონის ხელფასები, რომელმაც აჩვენა, რომ ყველაზე მაღალი ანაზღაურება „ფერარის“ პილოტებს აქვთ. კერძოდ, ფერნანდო ალონსო და კიმი რაიკონენი 22 მილიონ ევროს მიიღებენ. ანალოგიური ხელფასი აქვს მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონ სებასტიან ფეტელსაც.

Tuesday, August 12, 2014

„ლენდ როვერმა“ ახალი „დიფენდერის“ დიზაინზე მუშაობა დაასრულა

New Land Rover Defender design signed off
12 აგვისტო
„ლენდ როვერმა“ როგორც იქნა, დაასრულა უგზოობის მოდელ „დიფენდერის“ შემცვლელის დიზაინზე მუშაობა. ახალი ავტომობილი, რომელიც ბაზარზე 2015 წელს უნდა გამოვიდეს, არ იქნება კონცეპტ DC100-ს მსგავსი, რომელიც სამი წლის წინათ გვიჩვენა და რომელმაც დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.

„მაკლარენ MP4-29“ „ჰონდასთვის“ სატესტო ლაბორატორიაა

2014 McLaren 'a laboratory' for Honda car – Boullier
12 აგვისტო
„მაკლარენის“ შეფი ერიკ ბუიე ამბობს, რომ მისი გუნდის ბოლიდი MP4-29, „ჰონდასთვის“ ერთგვარი მგორავი ლაბორატორიაა, რომელსაც იაპონური კომპანია მომავალ სეზონში ფ1-ში წარმატებით დასაბრუნებლად გამოიყენებს. როგორც ცნობილია, მომავალი სეზონიდან „მაკლარენის“ ბოლიდები „მერსედესის“ ნაცვლად, „ჰონდას“ ძრავებით აღიჭურვება. ამასთან, იაპონური კომპანია ჯერჯერობით მხოლოდ უოკინგელებთან იმუშავებს.

„იაგუარმა“ პრემიერის წინ მსუბუქი „E-ტაიპი“ წარმოგვიდგინა

Jaguar reveals £1m Lightweight E-type ahead of Pebble Beach debut
12 აგვისტო
„იაგუარმა“ 1963 წელს გამოუშვა კუპე „სპეშლ GT E-ტაიპი“, რომელიც მხოლოდ 18 ცალი უნდა დაემზადებინა, თუმცა კვოტის შესრულებას 6 ავტომობილი დააკლო. და აი, ამ დანაკლისის ანაზღაურება ახლახანს გადაწყვიტა. და პებლ ბიჩის (მონტერეი, კალიფორნია) ელეგანტურობის კონკურსზე, სწორედ პირველ მათგანს, „ლაითვეით E-ტაიპს“ წარადგენს, რომელსაც ფასად 1.0 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაადო.

ალონსომ მასზე გავრცელებული ჭორები უარყო

Alonso denies rumours over F1 future
12 აგვისტო
ფერნანდო ალონსომ საზაფხულო არდადგების დროს, მასზე გავრცელებული ჭორები უარყო. ერთი მათგანი გვამცნობდა, რომ მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი „მაკლარენში“ დაბრუნებას აპირებს, სადაც მის გადაყვანას უოკინგელთა ახალი პარტნიორი „ჰონდა“ მოითხოვს. როგორც ცნობილია, იაპონური კომპანია მომავალი სეზონიდან დიდი პრიზების ცირკს დაუბრუნდება და მისი ხელმძღვანელობა არ მალავს, რომ დაბრუნებისთანავე გამარჯვებისთვის ბრძოლას აპირებს.

Monday, August 11, 2014

„ფორდ C-მაქს ჰაიბრიდის“ უსაფრთხოებამ უმაღლესი შეფასება დაიმსახურა

2014 Ford C-Max Hybrid Earns IIHS Top Safety Pick
11 აგვისტო
ამერიკის საგზაო უსაფრთხოების დაზღვევის ინსტიტუტის (IIHS) მიერ ჩატარებულ ქრეშ ტესტებზე, „ფორდ C-მაქს ჰაიბრიდმა“ უმაღლესი სარეიტინგო შეფასება დაიმსახურა. ტესტებისას განსაკუთრებით აღინიშნა ავტომობილის დაცულობა წინიდან შეჯახებისას. არადა, კომპაქტური ვენი არაა აღჭურვილი წინიდან შეჯახების პრევენციის სისტემით.

„რეინჯ როვერ სპორტ SVR“ - ოფიციალურად

New 542bhp Range Rover Sport SVR revealed
11 აგვისტო 
„ლენდ როვერმა“ ინტერნეტით თავისი უსწრაფესი და უმძლავრესი ავტომობილის, „რეინჯ როვერ სპორტ SVR-ის“ ფოტოები და მცირე ინფორმაცია ოფიციალურად გამოაქვეყნა. ეს არის „იაგუარ ლენდ როვერის“ უახლესი სატუნინგო შტოს, „სპეშლ ვიიქლ ოპერეიშნზის“ პირველი უგზოობის ავტომობილი, რომელმაც უკვე მოასწრო ნურბურგრინგის ჩრდილოურ მარყუჟზე, თავისი კლასის ავტომობილებისთვის რეკორდის (8 წთ და 14 წმ) დაფიქსირება.