Jaguar reveals £1m Lightweight E-type ahead of
Pebble Beach debut
12 აგვისტო
„იაგუარმა“ 1963 წელს გამოუშვა კუპე „სპეშლ GT E-ტაიპი“,
რომელიც მხოლოდ 18 ცალი უნდა დაემზადებინა, თუმცა კვოტის შესრულებას 6 ავტომობილი
დააკლო. და აი, ამ დანაკლისის ანაზღაურება ახლახანს გადაწყვიტა. და პებლ ბიჩის
(მონტერეი, კალიფორნია) ელეგანტურობის კონკურსზე, სწორედ პირველ მათგანს, „ლაითვეით
E-ტაიპს“
წარადგენს, რომელსაც ფასად 1.0 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაადო.
რა თქმა უნდა, „მსუბუქი E-ტაიპი“ იმავე
სპეციფიკაციებით დამზადდა, რომლებიც „იაგუარმა“ 60-იან წლებში შეიმუშავა. ეს კი ამ
ექვსი ავტომობილის მყიდველს იმის საშუალებას მისცემს, რომ თავიანთი შენაძენით,
ისტორიული ავტომობილების რბოლებში მიიღონ მონაწილეობა. ავტომობილის სტურუქტურის
გარდა, ძრავიც კი ძველი სპეციფიკაციებით დამზადდა.
ესაა 3.8-ლიტრიანი ექვსცილინდრიანი (ცილინდრების ერთრიგა
განლაგებით) აგრეგატი, რომელიც 340 ცხენის ძალას და 380 ნიუტონმეტრს
გამოიმუშავებს. მისი ცილინდრების ბლოკი ალუმინისგანაა დამზადებული და შეზეთვის
მშრალკარტერიანი სისტემა ემსახურება. ეს ძრავი იმ აგრეგატის ბაზაზე შეიქმნა,
რომლითაც „იაგუარ D-ტაიპმა“ ლე მანის 1957 წლის რბოლა მოიგო. ძრავთან 4-საფეხურიანი
გადაცემათა კოლოფია შეწყვილებული.
ავტომობილის სახელში სიტყვა „ლაითვეით“ იმაზე მიანიშნებს,
რომ ის ორიგინალურ ვერსიაზე მსუბუქია. კერძოდ, 114 კილოგრამით. ამას კი ინჟინრებმა
ალუმინის ინტენსიურად გამოყენებით მიაღწიეს. ამასთან, უახლესი ტექნოლოგიები გამოიყენეს,
რომლებიც სპეციალურად, „F-ტაიპის“ და XJ-სთვის შეიმუშავეს. ორიგინალური ფორმების მისაღწევად,
ინჟინრებმა ციფრული სკანირება გამოიყენეს, რის შემდეგაც, ნაწილების უმეტესობა, „იაგუარის“
უიტლის საინჟინრო ცენტრში დაამზადეს. ძარის და შასის დამზადების შემდეგ, მასზე
ძრავის სუბ-ჩარჩო მაგრდბა, საბოლოო აწყობისთვის კი ავტომობილი ბრაუნს ლეინის
ქარხანაში იგზავნება.
„მსუბუქი E-ტაიპის“ წინა საკიდარი ორივე მხარეს წყვილ
ჩანგლისებრ ბერკეტებს ეყრდნობა, უკანაც დამოუკიდებელი სისტემაა, ოღონდ განიერი
ჩანგლისებრი ბერკეტებით. დაკიდების სისტემა სარბოლოდაა მომართული. ავტომობილი 15-დუიმიან
ბორბლებზე დგას. მყიდველს მის ძარას ასევე ჰარდტოპის სახურავით შესთავაზებენ,
რომელიც ასევე ალუმინისგან დამზადდება. კოკპიტშიც ალუმინი დომინირებს. სწორედ
მისგან დამზადებული სარბოლო ტიპის სავარძლებიც. სალონიც ორიგინალური ავტომობილის ანალოგიურია.
მასში ასევე ხით გაწყობილ საჭის რგოლს და დასაქოქ ღილაკს ნახავთ.
No comments:
Post a Comment