2014 Ford C-Max Hybrid Earns IIHS Top Safety Pick
11 აგვისტო
ამერიკის საგზაო უსაფრთხოების დაზღვევის ინსტიტუტის
(IIHS) მიერ ჩატარებულ ქრეშ ტესტებზე, „ფორდ C-მაქს ჰაიბრიდმა“ უმაღლესი
სარეიტინგო შეფასება დაიმსახურა. ტესტებისას განსაკუთრებით აღინიშნა ავტომობილის
დაცულობა წინიდან შეჯახებისას. არადა, კომპაქტური ვენი არაა აღჭურვილი წინიდან
შეჯახების პრევენციის სისტემით.
„C-მაქს ჰაიბრიდმა“ მაღალი შეფასება დაიმსახურა უმნიშვნელო
გადაფარვის, გვერდიდან შეჯახების, სახურავის სიმტკიცის და თავის დაცულობის
ტესტებზეც. დამაკმაყოფილებელი შეფასება მიიღო მცირე კუთხით ბრუტალური შეჯახების
ტესტებზე. ამის მიზაზე გახდა ის ფაქტი, რომ გვერდითა აირბალიში საკმარის მანძილზე
არ გაიშალა, რის გამოც, მძღოლის თავი შესაძლოა მანქანის წინა საყრდენს მისწვდეს.
ამასთან, კაბინის ქვედა ნაწილი იმდენად დაზიანდა, რომ ამან შესაძლოა ფეხის ქვედა ნაწილის
ტრავმა გამოიწვიოს.
ეს ამ ავტომობილის მიერ IIHS-სგან მიღებული ზედიზედ
მეორე უმაღლესი შეფასებაა. მცირე კუთხით ბრუტალური შეჯახების ტესტი IIHS-მ
პროგრამაში ახლახანს შეიტანა და ამ მხრივ, ბევრი ახალი ავტომობილისთვის, საშუალო
შეფასებაც კი დიდი მიღწევაა. საერთო ჯამში კი ავტომობილი შესაშური უსაფრთხოებით
გამოირჩევა.
ავტომობილის
სტანდარტულ ეკიპირებაში რამდენიმე აირბალიში (მათ შორის მძღოლის და წინა მგზავრის,
წინა სავარძლების გვერდითა, ასევე უსაფრთხოების ფარდა სალონის მთელს სიგრძეზე), სისტემა
„ედვანს ტრეკ“, განივი სტაბილურობის კონტროლის სისტემა და მუხრუჭების ბლოკირების
საწინააღმდეგო სისტემა, შეჯახების განგაშის სისტემა „SOS
პოსტი“, საბურავებში წნევის მონიტორინგის სისტემა შედის. გარდა ამისა, ავტომობილი
ბევრი დამხმარე სისტემით და მოწყობილობითაცაა აღჭურვილი.
No comments:
Post a Comment