Hotter Mercedes-AMG GT R Planned For 2016
26 ნოემბერი
გერმანული კომპანია ჰიპერ ავტომობილის
გამოშვებისგან თავს იკავებს, მაგრამ მყიდველს GT-ს ბაზაზე შექმნილი ვერსიებით
გაანებივრებს. გამოცემა „მოტორ ტრენდი“ გვატყობინებს, რომ „მერსედეს-AMG“ მალე
თავისი პოპულარული კუპეს ვერსია R-ს გამოუშვებს, რომელსაც ისედაც სრულყოფილი GT S-ზე
უკეთესი მახასიათებლები ექნება. ძნელი სათქმელია, სამქიმიანების მიერ ამ
აბრევიატურის გამოყენებაზე პრეტენზიას გამოთქვამს თუ არა „ნისანი“, რომელიც პოპულარულ
სუპერ ავტომობილ GT-R-ს აწარმოებს.
ჯერჯერობით AMG GT R-ის შესახებ ზუსტი ინფორმაცია
არ არსებობს, თუმცა დარწმუნებით შეიძება ითქვას, რომ მას უფრო მძლავრი ძრავი მოემსახურება.
გარდა ამისა, ავტომობილს დიდი ზომის უკანა ბორბლები და ოთხივე მართვადი ბორბალი
ექნება. გარდა ამისა, აქტიური აეროდინამიკური ელემენტებითაც აღიჭურვება. სავარაუდოდ,
ეს ავტომობილი ბაზარზე მომავალი წლის ბოლოს გამოვა.
R-ვერსიაც 4.0-ლიტრიანი წყვილ ტურბოიანი V8 ძრავით აღიჭურვება,
რომელიც ვერსია S-ის შემთხვევაში, 510 ცხენის ძალას და 650 ნიუტონმეტრს ავითარებს.
ამ მონაცემებით, GR S-ს ადგილიდან ასის აკრეფა 3.8 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური
სიჩქარე კი 310 კმ/სთ-ს აღწევს. ვერსია R-ს ეს მონაცემები უკეთესი ექნება.
გარდა
ამისა, ატელიე AMG სხვა ავტომობილზეც მუშაობს. ესაა მომავალი (W213) თაობის E-კლასის
ვერსია E63. ახალი სუპერ სედანი მნიშვნელოვნად შემსუბუქდება, რასაც ძირითადად ის
ფაქტი განაპირობებს, რომ ზემოთ ნახსენები 4.0-ლიტრიანი წყვილ ტურბოიანი V8 ძრავი,
ახლანდელ 5.5-ლიტრიან წყვილ ტურბოიან V8-ს შეცვლის. ლიტრაჟის შემცირების
მიუხედავად, სიმძლავრე და მაბრუნი მომენტი „კონკურენტული“ იქნება. ოღონდ, ამ
ეტაპზე ზუსტი მონაცემები არ არსებობს. ძრავთან წყვილში 9-საფეხურიანი ტრანსმისია (MCT)
იმუშავებს, რომელიც მამოძრავებელ ძალას ოთხივე ბორბალს გადაუნაწილებს. ამასთან, ბორბლებს
შორის მომენტის განაწილება ცვალებადი იქნება.
No comments:
Post a Comment