Mercedes Is Allegedly Working On A New V12
Supercar
22 სექტემბერი
„მერსედეს-ბენცში“ ახალი სუპერ ავტომობილის
გამოშვების მიზანშეწონილებას განიხილავენ. შტუტგარტელთა გამაში ამჟამად ასეთი
მხოლოდ ერთი ავტომობილია - AMG GT, რომელისაც 4.0-ლიტრიანი, წყვილი ტურბო
კომპრესორით აღჭურვილი V8 შესანიშნავ დინამიკურ მახასიათებლებს ანიჭებს. მაგრამ SLS
AMG-სგან განსხვავებით, რომელიც სუპერ ავტომობილების კლასში ანგარიშგასაწევი ძალა
იყო, AMG GT მხოლოდ „პორშე 911-ის“ კონკურენტად მოგვევლინა.
რა თქმა უნდა, ეს თავისთავად კარგი ფაქტია, რადგან
911-ს ათწლეულების წარმატებული ისტორია აქვს და თუ შედარებით ხელმისაწვდომი სუპერ
ავტომობილია, ეს მხოლოდ მისი დადებითი თვისებაა. თანაც, ამ ავტომობილს, პრემიერამდეც
„ბეიბი SLS-ს“ უწოდებდნენ. მოკლედ, შტუტგარტში ეს არ აკმაყოფილებთ და უფრო დიდ
ბიჭებთან პაექრობა სურთ, რის საშუალებასაც SLS AMG იძლეოდა. აქ ისიცაა
გასათვალისწინებელი, რომ ამ უკანასკნელის შექმნაში მონაწილეობა ფ1-ის ავტორიტეტმა,
„მაკლარენმა“ მიიღო.
ინტერნეტში გავრცელებული (არაოფიციალური)
ინფორმაციით, ლაპარაკია სუპერ ავტომობილზე, რომელიც ჰიბრიდული აგრეგატით აღიჭურვება.
მასში შევა უახლესი V12 ძრავი (რომელიც ასევე შემუშავების პროცესშია), ელექტრო
ძრავით და მისი მკვებავი ელემენტების მომცრო ბლოკით. ინფორმაციის ავსტრიული წყარო ირწმუნება,
რომ ეს სამქიმიანების ისტორიაში, ყველაზე სწრაფი საგზაო ავტომობილი იქნება.
No comments:
Post a Comment