დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, September 22, 2015

ახალი „ფორდ ეჯის“ ევროპული პრემიერა ფრანკფურტში

All-New Ford Edge Is the Poor Man's X5 at Frankfurt Motor Show 2015
22 სექტემბერი
ევროპულ ბაზარზე, სულ უფრო მეტი ისეთი ავტომობილი იყიდება, რომელიც გზის საფარიდან შედარებით მაღლა დგას. ძველ კონტინენტზე ცუდ გზებს არ უჩივიან, მაგრამ იქაური მყიდველი გლობალურ ტრენდს მიჰყვება და სულ უფრო მეტ უგზოობის მოდელს და ქროსოვერს ყიდულობს. შესაბამისად, მწარმოებელიც ცდილობს, ამ ტიპის ავტომობილებზე გააკეთოს აქცენტი და შეთავაზებაც გაამრავალფეროვნოს.
ასე მოქმედებს „ფორდიც“, რომელმაც ფრანკფურტის მოტორ შოუზე, ახალი „ეჯი“ წარადგინა, რომელიც ადრე ევროპულ ბაზარზე არ იყიდბოდა და მხოლოდ ამერიკული ბაზრისთვის იყო განკუთვნილი. ეს „კუგაზე“ დიდი ავტომობილია და გარეგნობითაც უფრო შეეფერება თავის კლასს. ამასთან, დიზელის 2.0-ლიტრიანი ძრავებითაა აღჭურვილი, რაც მას ევროპელებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის. სხვათა შორის, „ფორდმა“ ევროპელებს „ეჯი“ პირველად პარიზის მოტორ შოუზე, შარშან უჩვენა, თუმცა ბაზარზე მას ახლაღა გამოიტანს.
კიდევ ერთი გადახვევა: ცისფერმა ოვალმა საშუალო ზომის „ეჯი“ პირველად ათი წლის წინათ გამოუშვა. მეორე თაობის „ეჯის“ ევროპაში შეტანა, ამერიკული კომპანიის საბაზრო დევიზის, „ერთი ფორდის“ პრინციპს შეესაბამება, რაც სამოდელო გამაში შემავალი ყველა ავტომობილის გლობალიზაციას ნიშნავს. ახალი ავტომობილი, „მონდეოს“ პლატფორმაზეა ბაზირებული. მისი ევროპისთვის განკუთვნილი ვერსიის ძრავები და საკიდარის მახასიათებლები, ევროპელი მყიდველის მოთხოვნილებების შესაბამისად არის შერჩეული და მომართული.
პრემიერის მიუხედავად, „ფორდს“ ფრანკფურტში ახალი „ეჯის“ ძრავების შესახებ ბევრი არაფერი უთქვამს. თუმცა ცნობილია, რომ მყიდველს სერია დურატოქრის დიზელის ორ აგრეგატს შესთავაზებენ. მათგან საბაზოა 2.0-ლიტრიანი ტურბო დიზელი (ერთი ტურბინით), რომელიც 190 ცხენის ძალას და 400 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. მასთან წყვილში მხოლოდ 6-საფეხურიანი მექანიკური კოლოფი იმუშავებს. რაც შეეხება მეორე ძრავს, ესაა წყვილ ტურბოიანი 2.0-ლიტრიანი TDCI, 210 ცხენის ძალით და 450 ნიუტონმეტრით. მას 6-საფეხურიანი ავტომატური კოლოფი დაუკავშირდება.
ევროპულ ბაზარზე მეორე თაობის „ეჯის“ გაყიდვები მომავალი წლის დასაწყისში დაიწყება. მყიდველს მას შესრულების სამი დონით შესთავაზებენ. ესენია ტრენდი, სპორტი და ტიტანიუმი. მესამე ყველაზე მაღალი დოენ და ცისფერი ოვალი ვარაუდობს, რომ გაყიდვების დაახლოებით ორი მესამედი სწორედ მასზე მოვა. 

No comments:

Post a Comment