დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, April 6, 2014

ოჟიემ პორტუგალიაშიც გაიმარჯვა

Rallying-Ogier wins in Portugal
6 აპრილი
სებასტიან ოჟიეს და „ფოლკსვაგენის“ შეჩერება პრაქტიკულად შეუძლებელია. გერმანულ ავტომობილზე ამხედრებულმა ფრანგმა, ამ სეზონის ოთხიდან მესამე ეტაპი პორტუგალიაში მოიგო და დამაჯერებლად ლიდერობს ჩემპიონატს. სხვათა შორის, მოქმედმა ჩემპიონმა პორტუგალიის რალიზე მეხუთედ იასპარეზა და მეოთხე გამარჯვება მოიპოვა.
ოჟიემ ლიდერობა ხელთ შაბათის სპეცმონაკვეთების შემდეგ იგდო და ბოლომდე შეინარჩუნა. საბოლოოდ კი 43.2 წამით აჯობა უახლოეს მდევარს ფინეთიდან მიკო ჰირვონენს. მესამეზე ნორვეგიელი მადს ოსტბერგი გავიდა. ის ამ შედეგს უნდა უმადლოდეს ესტონლი ოტ ტანაკის რბოლიდან გამოთიშვას. სხვათა შორის, ტანაკის მსგავსად არც რობერტ კუბიცას გაუმართლა, რომელსაც კიდევ ერთხელ შეემთხვა ავარია. რბოლას ოჟიეს მთავარი კონკურენტი, მისი ფინელი თანაგუნდელი იარი-მატი ლატვალაც გამოეთიშა.
„პორტუგალიაში რბოლა ძალიან მომწონს, რისი დასტურიცაა აქ მოპოვებული ოთხი გამარჯვება. მიკოსთან ძალიან საინტერესო ბრძოლა მქონდა. საბურავების უკეთ გამოყენების წყალობით, გადამწყვეტ უპირატესობას მივაღწიე და სწორედ ამან მომაგებინა“, - განაცხადა ჩემპიონმა, ვინც პორტუგალიაში გამარჯვების შემდეგ, კლასიფიკაციაში 29 ქულას უგებს ლატვალას.

რალი პორტუგალიას შედეგები
1. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, ფოლკსვაგენი)        3:24:38.700
2. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, ფორდი)                          +00:35.400
3. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, სიტროენი)                   01:08.100
4. ანდრეას მიკელსენი (ნორვეგია, ფოლკსვაგენი)     04:40.500
5. ჰენინგ სოლბერგი (ნორვეგია, ფორდი)                    04:49.200
6. ტიერი ნოივილი (ბელგია, ჰიუნდაი)                        07:40.000
7. მარტინ პროკოპი (ჩეხეთი, ფორდი)                          08:01.100
8. იუჰო ჰაენინენი (ფინეთი, ჰიუნდაი)                        08:28.100
9. ნასერ ალ-ატია (ყატარი, ფორდი)                              09:49.700
10. იარი კეტომაა (ფინეთი, ფორდი)                             10:00.500

მრბოლთა კლასიფიკაცია
1. სებასტიან ოჟიე - 91 ქულა; 2. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, ფოლკსვაგენი) - 62; 3. მადს ოსტბერგი - 48; 4. ანდრეას მიკელსენი - 36; 5. მიკო ჰირვონენი - 36; 6. ტიერი ნოივილი - 21...
    
კონსტრუქტორთა თასი
1. ფოლკსვაგენ მოტორშორტი - 144 ქულა; 2. სიტროენ ტოტალ აბუ დაბი WRT - 75; 3. M-სპორტ WRT - 60; 4. ჰიუნდაი მოტორსპორტი - 45; 5. ფოლკსვაგენ მოტორშორტ II - 40; 6. ჯიპოქარ ჩეხ ნეიშნლ ტიმ - 20; 7. RK M-სპორტ WRT - 4

No comments:

Post a Comment