McLaren P15 Flagship Coming in 2017, Could Get
Honda Hybrid Tech
25 მარტი
„მაკლარენმა“ P1 პრემიერიდან რამდენიმე კვირაში
სრულად გაჰყიდა. და რადგან ამ ავტომობილის წარმოება მკაცრად შეზღუდულია და უოკინგელები
მას აღარ გამოუშვებენ, კომპანია კიდევ ერთი ახალი, ფლაგმანი ავტომობილის წარმოებას
გეგმავს, რომელიც ნაკლებიც ეღირება და არც მისი წარმოება შეიზღუდება. ამ
ავტომობილის სახელია P15 და მას ბრიტანული კომპანია 2017 წელს გამოუშვებს.
ამჟამად ეს ავტომობილი შემუშავების საწყის ფაზაშია.
როგორც გამოცემა „ქარ ენდ დრაივერი“ იუწყება, ის P1-ზე ორჯერ ნაკლები, ანუ 500 000
დოლარის ფარგლებში ეღირება. „მაკლარენის“ სამოდელო გამაში ის P1-სა და 650S-ს
შორის არსებულ ნიშას შეავსებს. ამ ავტომობილით, უოკინგელები კონკურენციას „ფერარის“
„F12 ბერლინეტას“ და „ლამბორგინის“ „ავენტადორს“ გაუწევენ.P1-ს მსგავსად, P15-ც ჰიბრიდული აგრეგატით აღიჭურვება, ოღონდ ჯერჯერობით არაოფიციალური ინფორმაციით, მას „მაკლარენი“ ფ1-ში თავის ახალ პარტნიორ „ჰონდასთან“ ერთად შეიმუშავებს. რა ბედ ელის ბრიტანულ კომპანია „რიკარდოსთან“ პარტნიორობით შემუშავებულ 3.8-ლიტრიან წყვილ ტურბოიან V8 -ს, რომელიც „მაკლარენის“ ყველა დანარჩენი ავტომობილის მამოძრავებელია, ამაზე „ქარ ენდ დრაივერი“ არაფერს ამბობს. ერთი რამ უკვე ცნობილა - ამ ძრავით მალე კომპანიის საწყისი დონის ავტომობილი, P13 აღიჭურვება.
იმადროულად, „ჰონდამ“ პრაქტიკულად დაასრულა წარმოებისთვის ახალი NSX-ის მომზადება, რომელსაც ბაზარი მოუთმენლად ელის. გავრცელებული ინფორმაციით, ეს ავტომობილიც ჰიბრიდული აგრეგატით აღიჭურვება, რომელშიც წყვილ ტურბოიანი V6 და სამი ელექტრო ძრავია გაერთიანებული. სავარაუდოდ, P15-ს ჰიბრიდულ სისტემაში ამდენი ელექტრო ძრავი არ შევა.
No comments:
Post a Comment