McLaren's Ron Dennis convinced Magnussen can be
F1 world champion
25 მარტი
„მაკლარენის“ შეფი რონ დენისი დარწმუნებულია, რომ კევინ
მაგნუსენს ყველაფერი აქვს იმისათვის, რომ ფორმულა ერთის მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს
დაეუფლოს. ამაში კი მას შემდეგ უფრო დარწმუნდა, რაც დანიელმა მრბოლმა, თავის სადებიუტო
რბოლაშივე მეორე ადგილი დაიკავა. მაგუნსენმა, ვინც ფორმულა „რენო“ 3.5-ის მოქმედი
ჩემპიონია, მელბურნის რბოლა მესამე ადგილზე დაასრულა, თუმცა დანიელ რიკარდოს დისკვალიფიკაციის
შემდეგ, მეორე ადგილზე გადაინაცვლა.
დენისი ამბობს, რომ 21 წლის მაგნუსენის შესაძლებლობებში
ეჭვი არც მანამდე ეპარებოდა - „მაკლარენში“ ის სწორედ გუნდის შეფმა მიიწვია.
განსაკუთრებით აღფრთოვანებული კი მას შემდგ დარჩა, რაც ურთულეს საკვალიფიკაციო
რბოლაში, კევინმა თვით ჯენსონ ბატონიც კი დაჯაბნა.
„მას ყველა ინგრედიენტი აქვს იმისათვის, რომ
მსოფლიო ჩემპიონი გახდეს. მაგრამ მთავარია, რომ კონკურენტუნარიანი მანქანა ჰქონდეს.
ერთი რბოლა არაფერს ნიშნავს. ვნახოთ, რა იქნება ოთხი რბოლის შემდეგ. თუმცა, მე დარწმუნებული
ვარ მის შესაძლებლობებში, მის მონდომებაში. ის ყველანაირად მზადაა იმისათვის, რომ მიზანს
მიაღწიოს. და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჯენსონის სახით, ბრწყინვალე დამრიგებელი
ჰყავს“, - ამბობს დენისი.
„მაკლარენის“ შეფი დასძენს, რომ სერხიო პერესის ნაცვლად
მაგნუსენის მიწვევის მიზანშეწონილება, დანიელის ბრწყინვალე გამოსვლამ დაადასტურა: „არა
მგონია, უფრო მეტი მისთვის შესაძლებელი ყოფილიყოს. მან უშეცდომოდ იასპარეზა
არამხოლოდ რბოლაში, არამედ პრაქტიკებზე და კვალიფიკაციაზეც. მისი მანქანის ბორბალი
ტრასის მიღმა ერთხელაც არ გადასულა. ყველა ინსტრუქციას ზედმიწევნით ასრულებდა და
როცა საჭირო იყო, ზღვარზეც ასპარეზობდა“.
„ისღა
დამრჩენია, მისთვის საქებარი სიტყვები არ დავიშურო. პირველივე რბოლაში მესამე
ადგილი, ყველაფრის გათვალისწინებით, როცა ურთულეს კვალიფიკაციაში, მშრალზეც და
სველზეც ერთნაირად სწრაფი ხარ, უფრო მეტს ვერავინ მოგთხოვს“, - დასძენს დენისი და
აღიარებს, რომ „მაკლარენის“ სათავეში იმისათვისაც დაბრუნდა, რომ დარწმუნებული
ყოფილიყო - გუნდი პერესის ადგილზე მაგნუსენს მიიწვევდა. არის მომენტები, როცა
გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ ერთ ადამიანს შეუძია და ეს სწორედ მსგავსი მომენტი
იყო, - ამბობს დენისი.
No comments:
Post a Comment