Valtteri Bottas says he is 'mad' at himself after
hitting the wall in Australian GP
25 მარტი
ვალტერი ბოტასი ამბობს, რომ მხოლოდ თავადაა დამნაშავე
იმაში, რომ ავსტრალიის რბოლა კვარცხლბეკზე ვერ დაასრულა. მისი თქმით, მეათე
მოსახვევიდან გამოსვლისას, შეცდომა დაუშვა და ამიტომაც მიარტყა უკანა მარჯვენა
ბორბალი კედელს, რამაც ის დაუზიანა. „უილიამსის“ ფინელმა მრბოლმა სტარტი მე-15
პოზიციიდან აიღო, რადგან რბოლის წინ, მის მანქანზე გადაცემათა კოლოფი შეცვალეს და
ამის გამო, ხუთი ადგილით დაჯარიმდა.
ბოტასმა სწრაფად წაიწია წინ და რამდენიმე მეტოქის
ჩამოტოვების შემდეგ, ფერნანდო ალონსოს დაეწია. თუმცა, ესპანელის დევნაში სიფრთხილე
დაავიწყდა. როგორც „სკაი სპორტსის“ წამყვანი, ფორმულა ერთის ყოფილი პილოტი ენტონი
დევიდსონი ამბობს, ბოტასს შეცდომა ალონსოს მანქანის უკან დარჩენილმა გაუხშოებული
ჰაერის არემ დააშვებინა, რის გამოც, მისი „უილიამსის“ აეროდინამიკამ სათანადოდ ვერ
იმუშავა.
ასე იყო თუ ისე, ბოტასმა ბოქსებს მიაშურა და სამი
ბორბლით, წრის დარჩენილი ნაწილი მეტისმეტად ნელა გაიარა. ბედად, ტრასაზე მისი
ბორბლის ნამსხვრევები დარჩა, რის გამოც, ცოტა ხნით რბოლა პეისკარის რეჟიმში გაგრძელდა.
ამ დროს, პილოტების უმეტესობამ ბორბლების შეცვლა გადაწყვიტა და ისე გამოვიდა, რომ ფინელმა
მრბოლმა დანაკარგი ნაწილობრივ აინაზღაურა. თუმცა, თავგანწირული რბოლის წყალობით, ფინითშან
მეხუთე მივიდა და ბოლოს იმავე ალონსოსთან მხოლოდ რამდენიმე წამი წააგო.
„შედეგები არ მინახავს და არ ვიცი, პირველი სამეული
ფინიშთან რამდენად შორს იყო. მე საკუთარ თავზე ვბრაზობ შეცდომის გამო. უკმაყოფილო
ვარ, თუმცა მომავალში ამას გავითვალისწინებ და მსგავს შეცდომას აღარ დავუშვებ. ამ
ყველაფრის გამოკლებით, რბოლა საკმაოდ კარგი იყო. რაც მთავარია, საკმაოდ სწრაფები
ვიყავით“, - ამბობს ბოტასი, ვინც ფინიშთან მეექვსე კი მივიდა, მაგრამ „რედ ბულის“ დანიელ
რიკარდოს დისკვალიფიკაციის შემდეგ, ერთი ადგილით წინ წაიწია.
No comments:
Post a Comment