Ford to Recreate Mustang Convertible’s 1965 Debut
on Top of Empire State Building
25 მარტი
ერთ თვეში „ფორდი“ მოდელ „მუსტანგის“ გამოშვებიდან 50
წლის იუბილეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, უახლესი „მუსტანგის“ ვერსია
კაბრიოლეტს ემპაიერ სტეიტ ბილდინგის 86-ე სართულზე აიყვანს და იქ არსებული
გადმოსახედიდან დაანახებს ამერიკას. ეს ის ადგილია, სადაც 50 წლის წინათ, ცისფერმა ოვალმა ამერიკას პირველად უჩვენა
„მუსტანგ“ კაბრიოლეტი.
იმისათვის, რომ ავტომობილი დანიშნულების ადგილზე
მოხვდეს, მას სექციებად დაშლიან - სხვანაირად ავტომობილი ლიფტში ვერ შეეტევა. ამასთან,
400-მეტრიანი ცათამბჯენის წვეტიანი კენწეროს და ვიწრო სათვალთვალო ბაქანის გამო,
მანქანის ვერტმფრენით ატანაც სახიფათოა და ამის უფლებას ნიუ იორკში არავინ და
არავის მისცემს. არც ისეთი ვიწრო ამწე ანძა მოიპოვება, რომელიც ავტომობილის 86-ე
სართულზე ატანას შეძლებს. მოკლედ, „ფორდის“ მექანიკოსთა სპეციალურ ჯგუფს გვარიანად
გარჯა მოუწევს.
„ნიუ იორკი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ქალაქია და
ეს ის ადგილია, სადაც „ფორდ მუსტანგის“ ისტორია 50 წლის წინათ დაიწყო. ჩვენ აღფრთოვანებული ვართ იმით,
რომ მანჰეტენის ცენტრში, ცათამბჯენთა შორის არსებულ ამ არქიტექტურულ ძეგლს, ჩვენი
უახლესი ავტომობილით ვეწვევით, რომელიც „ფორდ მოტორ კომპანის“ სულს წარმოადგენს“,
- ამბობს „ფორდის“ მთავარი მმართველი დირექტორი მარკ ფილდსი.
უნდა ითქვას, რომ ახალი „მუსტანგი“ პირველი თაობისაზე
177 მილიმეტრით გრძელი და 101.6 მილიმეტრით განიერია. ეს კი ემპაიერის სათვალთვალო
ბაქანზე მის განლაგებას ართულებს. ამიტომ, გუნდის წევრებმა კომპიუტერული მოდელირება
გამოიყენეს იმისათვის, რომ ბაქანზე შესაფერისი ადგილი მოეძებნათ. სხვათა შორის, მექანიკოსებს
მხოლოდ ექვსი საათი ექნებათ იმისათვის, რომ სექციებად დაშლილი მანქანა ააწყონ.
პრეზენტაციის
შემდეგ, ავტომობილი ორი დღით დარჩება ემპაიერის 86-ე სართულზე და ვიზიტორებს მისი
ხილვის საშუალება, 16-17 აპრილს, 54 საათის განმავლობაში ექნებათ.
No comments:
Post a Comment