2015 Ford Mustang Named Best All-New Production
Vehicle at Chicago Auto Show
20 თებერვალი
„ფორდის“ უახლესი „მუსტანგი“ ჩიკაგოს ავტო შოუს
საუკეთესო სერიულ ავტომობილად დაასახელეს. გამოკითხვა შოუს ათი დღის განმავლობაში
ტარდებოდა. სულ 8 500 მომხმარებელი გამოიკითხა, რომელთა 25 პროცენტმაც საუკეთესოდ უახლესი
პონი ქარი აღიარა.
იმავე გამოკითხვამ, საუკეთესო კონცეპტუალურ
ავტომობილად, „კადილაკ ელმირაჟი“ (29%) დაასახელა, საუკეთესო პავილიონი „შევროლეს“
აღმოაჩნდა (20%), „კადილაკისვე“ პლაგ-ინ ჰიბრიდული ELR (32%) საუკეთესო „მწვანე“
ავტომობიად აირჩიეს, გამოკითხულთა უმეტესობამ კი ყველაზე სასურველ ავტომობილად, „ბუგატი
ვეირონი“ დაასახელა.
ყველა კატეგორიაში სულ რვა ფინალისტი შეიყვანეს,
რომლებიც საავტომობილო ექსპერტებისგან შემდგარმა ჟიურიმ აარჩია. ყველაზე სასურველი
ავტომობილის კატეგორიაში, ფინლისტები არ ყოფილა. შოუს დამთვალიერებლებს იმ 1000
ავტომობილს შორის შეეძლოთ ყველაზე სასურველის შერჩევა, რომლებიც შოუზე იყო გამოფენილი.
გამოფენისას,
დამთვალიერებელთა განკარგულებაში, სამი ჭერქვეშა სატესტო პოლიგონი იყო. ამასთან, საგამოფენო
კომპლექსის გარეთ, ექვსი სატესტო ხაზი მუშაობდა. ამგვარად, დამთვალიერებლებს თავად
შეეძლოთ ავტომობილების გასინჯვა, რაც საუკეთესოს შერჩევაში დაეხმარებოდათ.
No comments:
Post a Comment