დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, December 24, 2013

ჰამილტონს „რედ ბულის“ დამარცხების იმედი აქვს

Lewis Hamilton hopes new 2014 rules will help chasing pack topple Red Bull
24 დეკემბერი
ლუის ჰამილტონს იმედი აქვს, რომ ახალი ტექნიკური რეგლამენტის წყალობით, „რედ ბულის“ დომინაციას წერტილი დაესმება და ტიტულისთვის ბრძოლას სხვა გუნდებიც შეძლებენ. ის ამბობს, რომ რეგლამენტის რადიკალურად შეცვლის გარეშე, წითელი ხარების ჰეგემონიის დამხობაზე ოცნებაც კი ზედმეტი იქნებოდა.
„წლევანდელი მანქანების ევოლუციის შემთხვევაში, „რედ ბულის“ დამარცხება კვლავ ძალიან ძნელი იქნებოდა, რადგან ისინი ძალიან წინ არიან. ცვლილება რომ არა, „რედ ბულს“ ზედიზედ ხუთი, ექვსი, შვიდი და მეტი ტიტულის მოპოვებაში ვერავინ შეუშლიდა ხელს. ახლა კი შანსი სხვებსაც გაუჩნდათ“, - ამბობს ჰამილტონი.
მსოფლიოს 2008 წლის ჩემპიონი სულაც არ დარდობს იმაზე, რომ ახალი რეგლამენტის გამო, რბოლის დროს ამიერიდან პილოტებს საწვავის დაზოგვაზეც მოუწევთ ზრუნვა, რაც საქმეს მნიშვნელოვნად გაართულებს. „სულაც არ ვდარდობ იმაზე, რომ საწვავის დაზოგვა მოგვიწევს, რადგან ამაზე გასულ სეზონშიც ვზრუნავდი. იგივე შემდგომშიც გამეორდება. იმავდროულად, საბურავებს კვლავ უნდა მივაქციოთ ყურადღება. შესაძლოა, საწვავის დაზოგვაზე მეტად მოგვიწიოს ზრუნვამ, მაგრამ ეს სიტუაციას ბევრი არაფრით შეცვლის. ყველაფერს ჯერ კიდევ სიმულატორზე შევეგუებით“, - დასძენს ჰამილტონი.
ბრიტანლი მრბოლი იხსენებს 2009 წლის სეზონს, როცა რეგლამენტით გუნდებს კერს-ის გამოყენება დაევალათ. ჰამილტონი იხსენებს, რომ მაშინაც სეზონის დაწყებამდე, სიმულატორზე აითვისეს ეს სიახლე და პირველივე რბოლიდან ამ სისტემას ისე იყენებდნენ, თითქოს ის კარგა ხნის დანერგილი იყო.

No comments:

Post a Comment