Fans To Choose Name Of 2014 Ferrari F1 Car
23 დეკემბერი
„ფერარი“ თავისი ახალი სარბოლი ბოლიდისთვის სახელის
შესარჩევად, ფანებს დაიხმარს. ამისათვის კი ინტერნეტს გამოიყენებს, სადაც წინასწარ
დასახელებული სახელებიდან უპირატესობა იმას მიენიჭება, რომელსაც ფანები ყველაზე
მეტად მოიწონებენ. ოღონდ, მარანელოელები ჯერ არ ამხელენ, თუ რა პრინციპით ჩაატარებენ
სახელების შესარჩევ კონკურსს.
„ფერარი“ ფორმულა ერთის პირველი გუნდია, რომელმაც თავისი
ახალი ბოლიდის ონლაინ პრეზენტაცია ჩაატარა (1996 წელს). გასული სეზონის ავტომობილიც
ყველაზე პოპულარული გამოდგა კონკურენტებს შორის - პრეზენტაციის პირდაპირი
რეპორტაჟი „ფერარის“ საიტზე (www.Ferrari.com)
83 000-მა ფანმა იხილა.
სავარაუდოდ, „ფერარი“ წინასწარ შერჩეულ სახელებს
თავის ვებ გვერდზე გამოაქვეყნებს. მათ შორის საუკეთესოს შერჩევისთვის კი
სხვადასხვა სოციალურ ქსელებს გამოიყენებენ. გამოკითხვის შედეგები მომავალი წლის
დასაწყისში გამოქვეყნდება.
ახლახანს „ფერარიმ“ თავისი სრულიად ახალი, ტურბო
ძრავი და მისი სახელი გაგვაცნო. აგრეგატი, რომლითაც კვიცები ახალი სეზონიდან
ჩემპიონობისთვის ბრძლაში ჩაებმებიან, 059/3-ად მოიხსენიეს. ოღონდ, არ განუმარტავთ,
თუ რას ნიშნავს ეს რიცხვები. კონკურენტი „რენოს“ და „მერსედესის“ 1.6-ლიტრიანი V6
ძრავების მსგავსად, „ფერარის“ ძრავის ტურბო კომპრესორთანაც ენერგიის აღდგენის
სისტემაა დაკავშირებული.
No comments:
Post a Comment