First Retail 2015 Ford Mustang to Go under the
Auction Hammer in January
24 დეკემბერი
„ფორდმა“ უახლესი, მეექვსე თაობის „მუსტანგი“ 5 დეკემბერს
გვიჩვენა, მაგრამ ამ ავტომობილს, რომელიც ბაზარზე მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ გამოვა,
აქტუალობას ჯერაც არ კარგავს. მალე მასზე გამოყენებულ ტექნოლოგიებს ლას ვეგასის
საყოფაცხოვრებო ელექტრონიკის გამოფენაზე გაგვაცნობენ, ცოტა მოგვიანებით კი „მუსტანგის“
პირველ ეგზემპლარს „ბარეტ-ჯექსონს“ აუქციონზე გაიტანს.
აუქციონი შტატ არიზონას ქალაქ სკოტსდეილში, 18 იანვარს
გაიმართება. ავტომობილის გაყიდვით მიღებულ თანხას ცისფერი ოვალი საერთაშორისო ორგანიზაცია
JDRF-ს გადასცემს, რომელიც პირველი ტიპის შაქრის დიაბეტის კვლევების დასაფინანსებლადაა
შექმნილი.
სააუქციონოდ გაიტანენ „მუსტანგ GT-ს“, რომელიც
5.0-ლიტრიანი V8 ძრავითაა აღჭურვილი და ყველაზე ექსტრემალური „სტანგი“ იქნება მანამ,
სანამ ბაზარზე ვერსია „მახ 1“ და „შელბი GT350“ გამოვა. დასახელებული ძრავი 420
ცხენის ძალას და 528 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს და ამ ეტაპზე, „მუსტანგის“
ძრავების გამაში, სადაც ჯერ მხოლოდ სამი აგრეგატი შედის, ყველაზე მძლავრი ძრავია.
აუქციონზე ავტომობილის მყიდველი თავად შეარჩევს, ძრავს რომელი კოლოფი შეუწყვილდება
- 6-საფეხურიანი მექანიკური, თუ ამდენივე საფეხურის მქონე ავტომატური.
შარშან „ფორდმა“ ამავე აუქციონზე ბოლო „შელბი GT500
კონვერტაიბლი“ გაიტანა, რომელიც 500 000 დოლარად გაიყიდა. აუქციონის ორგანიზატორები
ვარაუდობენ, რომ ახალი „მუსტანგის“ პირველი ეგზემპლარიც რამდენიმე ასეულ ათას დოლარად
გაიყიდება. აღსანიშნავია, რომ „ფორდი“ JDRF-თან 1983 წლიდან თანამშრომლობს და ამ
დროის განმავლობაში, მის ანგარიშზე 3 მილიონ დოლარზე მეტი აქვს ჩარიცხული.
No comments:
Post a Comment