დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, October 11, 2013

მარკ ვებერი პოულზე

Motor racing-Webber on pole ahead of Vettel in Japan
12 ოქტომბერი
მარკ ვებერმა გაიხსენა, რომ არცთუ შორეულ წარსულში, ისიც ახერხებდა საკვალიფიკაციო რბოლებში თანაგუნდელ სებასტიან ფეტელის დამარცხებას და იაპონიის დიდი პრიზის კვალიფიკაცია მოიგო. ის ერთადერთი პილოტია, რომელმაც წრე წუთსა და 31 წამზე ნაკლებში გაიარა და უკან მოიტოვა არამხოლოდ ფეტელი, არამედ ლუის ჰამილტონიც, ვინც როგორც წესი, თავისი „მერსედესით“ ყოველთვის პოულისთვის იბრძვის.
ამგვარად, ავსტრალიელმა მრბოლმა, რომელიც მომავალი სეზონიდან თავის კარიერას „პორშეს“ ლე მანის გუნდში გააგრძელებს, ფეტელს ზედიზედ მეოთხე პოულის მოპოვების საშუალება არ მისცა. ეს ვებერის კარიერაში მე-12, მიმდინარე სეზონში კი პირველი პოულია. ამგვარად, ისევე როგორც შარშანდელ რბოლაში, „რედ ბულის“ პილოტები მოწინავე სასტარტო რიგს დაიკავებენ. ოღონდ ამჯერად ფეტელი ოდნავ უკან დადგება. აღსანიშნავია, რომ ფეტელის მანქანაზე მესამე პრაქტიკის დროს კერს-ი გაჭირვეულდა. პრობლემებმა კვალიფიკაციაზეც იჩინა თავი.
„სებასტიანს კვალიფიკაციისას პრობლემები ჰქონდა და ამიტომ, ჩემი პოული ცოტა ხინჯიანია, მაგრამ მაინც ძალიან ნასიამოვნები ვარ. სხვა თუ არაფერი, როცა შანსი გეძლევა, მისი გამოყენებაც უნდა შეგეძლოს. და მე დღეს ეს შევძელი. ამ შესანიშნავ ტრეკზე ეს ჩემი ბოლო გამოსვლაა ფ1-ის მანქანით და მიხარია, რომ ის პოულით აღვნიშნე. იმედია, მანქანა რბოლის დროსაც ასევე კარგად იმუშავებს“, - განაცხადა ვებერმა, რომელმაც ბოლოს პოული გასული სეზონის კორეულ ეტაპზე მოიპოვა.
ფერნანდო ალონსო მხოლოდ მერვე დროს დასჯერდა. სამაგიეროდ, სტარტზე მეხუთე ადგილს დაიკავებს მისი თანაგუნდელი ფელიპე მასა, რომელმაც შარსანდლ რბოლაში, მეორე ადგილი დაიკავა. სხვათა შორის, ის რბოლა ალონსომ ვერ დაასრულა. ესპანელისთვის სტარტზე მოწინავე ათეულის მეორე ნაწილში ყოფნა ჩვეულებრივი ამბავია, რის მიუხედავადაც, ის რბოლაში ყოველთვის კვარცხლბეკისთვის იბრძვის. თუმცა, ის თვლის, რომ ტიტულის შანსი აღარ აქვს და ახლა ფეტელზე მეტად, ჰამილტონთან და „მერსედესთან“ პაექრობა უფრო მნიშვნელოვანია.
ფეტელს კერს-ი ჯერ კიდევ მესამე პრაქტიკის დროს გაუჭირვეულდა, რის გამოც, მის მანქანაზე ელემენტების ბლოკი გამოცვალეს. კვალიფიკაციაზე თითქოს სისტემა კარგად მუშაობდა, მაგრამ მესამე სექტორში ისევ აურია, რამაც როგორც ჩანს, მის შედეგზე უარყოფიტად იმოქმედა. გერმანელი იმედოვნებს, რომ რბოლაში პრობლემები აღარ განმეორდება.

კვალიფიკაციის პირველი ფაზა დასრულებული არ იყო, რომ რბოლის კომისარმა ის გააჩერა. ამის მიზეზი ჟან-ერიკ ვერნის მანქანა გახდა, რომელსაც უკანა მუხრუჭებში ცეცხლი გაუჩნდა. მარშლებმა კარგა ხანი მოანდომეს ცეცხლის ქრობას. საბოლოოდ კი მანქანა ჯერ კიდევ ბოლავდა, როცა ის ევაკუატორმა ტრასას მოაშორა.

იაპონიის დიდი პრიზი
კვალიფიკაცია
1. მარკ ვებერი (ავსტრალია, რედ ბული)                     1:30.915
2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)            1:31.089
3. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)         1:31.253
4. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                 1:31.365
5. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                            1:31.378
6. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                   1:31.397
7. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ზაუბერი)                1:31.644
8. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                  1:31.665
9. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                         1:31.684
10. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)             1:31.827
- - - - - - - - - -
11. სერხიო პერესი (მექსიკა, მაკლარენი)                     1:31.989
12. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)           1:31.992
13. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                 1:32.013
14. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)               1:32.063
15. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)    1:32.093
16. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)   1:32.485
- - - - - - - - - -
17. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია)            1:32.890
18. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთ, ტორო როსო)            1:33.357
19. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)                   1:34.320
20. შარლ პიკი (საფრანგეთი, კატერჰემი)                     1:34.556
21. გიედო ვან დერ გარდე (ჰოლანდია, კატერჰემი)  1:34.879
22. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)      1:34.958

No comments:

Post a Comment